Image

ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი 1-ლი ნოემბრიდან ამოქმედდება - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!!

image
loading...

მიმდინარე წლის 1-ლი ნოემბრიდან ძალაში შედის ცვლილებები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალ წესთან დაკავშირებით.
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტებს შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრში უმასპინძლა და სამინისტროში მიმდინარე ტექნოლოგიური რეფორმები გააცნო.

„თანამედროვე მსოფლიო გამოწვევების ფონზე შს სამინისტრო მუდმივად ორიენტირებულია განვითარებაზე. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის ინოვაციური პროექტების დანერგვა და ტექნოლოგიური რეფორმა, რაც მოსახლეობის უსაფრთხოების ხარისხს კიდევ უფრო გააუმჯობესებს. ჩვენი პოლიციის ტექნოლოგიური რეფორმა ახალ ფაზაში გადადის“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

ტექნოლოგიური ცვლილებების შედეგად გზებზე დამონტაჟდება "ჭკვიანი კამერები", რომლებიც ავტომატურად დააფიქსირებენ ჯარიმებს. ტექნოლოგიური გადაიარაღების შემდეგ აღარ იქნება საჭირო ადამიანური რესურსი. მანამდე, სანამ სათვალთვალო კამერებით დაფიქსირებულ ჯარიმებს ოპერატორები ამუშავებდნენ.

dle

Загрузка...
loading...
10-10-2017, 19:14
-
---
კომენტარები


რეკლამა
Загрузка...
უცნაური ამბები