Image

ვინ არის გამოსახული ფოტოზე, რომელიც დღემდე ნატო ვაჩნაძე გვეგონა - გამაოგნებელი რეალობა!

image
loading...

"სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო..."
საქართველოს სახალხო არტისტი - ალექსანდრა თოიძე ქართული დრამის თვალსაჩინო წარმომადგენელია. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის სცენაზე მან მრავალ სცენურ სახეს შეასხა ხორცი. თუმცა, მოღვაწეობა თეატრიდან არ დაუწყია... 12 წელი ემსახურებოდა ქართულ კინოხელოვნებას და ეკრანის მშვენება უწოდეს... 22 წლის მანძილზე, მაყურებელმა შეიყვარა მის მიერ განსახიერებული: დეზდემონა, კორდელია, გაიანე, ირინა, ეკატერინე ჭავჭავაძე და ოთხ ათეულზე მეტი სასცენო როლი...
როდესაც მოსე თოიძემ თამარ მეფე დახატა, მოდელად ალექსანდრა თოიძე გამოიყენა...
სწორედ ალექსანდრა თოიძის ერთ-ერთი ფოტო ვრცელდება საზოგადოებაში ისე, თითქოს ნატო ვაჩნაძის იყოს, რის შესახებაც დავით ამირეჯიბმა გვიამბო...

დავით ამირეჯიბი, ალექ­სან­დრა თოიძის შვილიშვილი (ფსი­ქო­ლოგი, პროფესორი):
- ეს ფოტო კადრია ფილმიდან - "დინა ძაძუ", რომელიც გადაღებულია 1926 წელს, როდესაც ბებია 26 წლის გახლდათ. ფილმის კადრი ძალზე შთამბეჭდავია და ეს ფოტოც ამას ადასტურებს... თავიდან ფილმი საქართველოშიც აჩვენეს, მაგრამ ვინაიდან რეჟისორი ჟელიაბუნსკი იყო, საზღვარგარეთ უფრო ხშირად გადიოდა, ვიდრე საქართველოში და სხვა ქვეყნებში პოპულარულიც გახდა... პირველად როდის გაავრცელეს ფოტო შეცდომით, თითქოს ნატო ვაჩნაძის ფოტო იყო, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ დიდი ხნის წინ მოხდა. ჩვენ ვირტუალურ სივრცეში ყოველთვის ვაძლევთ განმარტებას, რომ ამ სურათზე ნატო ვაჩნაძე არ არის, მაგრამ ფოტოს ცვლიან და შემდეგ ბებიაზე აღარც ფოტოს ავრცელებენ და აღარც - ინფორმაციას. სამწუხაროდ, მეორედ ხალხი აღარ ნახულობს ინფორმაციას და ვინც პირველად ნახა, მის მეხსიერებაში როგორც ნატო ვაჩნაძის ფოტო, ისე რჩება... მგონი, ვინც პირველად გაავრცელა, ყველაფერი წინასწარ გათვალა. ძალიან ლამაზი და ეფექტური ფოტოა, ეჭვი არ შეეპარებოდა ხალხს, რომ ნატო ვაჩნაძის სურათი იყო.
სხვათა შორის, ბებიასა და ნატოს შორის მართლაც იყო რაღაც მსგავსება. სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო... რუსთაველის თეატრში გარკვეული დაპირისპირება იყო მსახიობებს შორის, გაჩაღებული ბრძოლა იყო სხვადასხვა მეთოდით. ჰოდა, ის, რომ ბებია ხშირად არ ეხსენებინათ სხვადასხვა გამოცემაში, ალბათ, ამ ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდი იყო.

მანანა გაბრიჭიძე
წყარო: gza.ambebi.ge
dle

Загрузка...
loading...
10-10-2017, 10:44
-
---
კომენტარები


რეკლამა
Загрузка...
უცნაური ამბები