Image

სკანდალი გრძელდება - ნახეთ, რას პასუხობს სტეფანე ნიკა გვარამიას

image
loading...

სტეფანეს გამოჩენას „ნიჭიერის“ ახალ სეზონზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამის მიზეზი „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადება იყო, რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. „ნაგვიდან ამოვიღეთ ტიპი, იმენა დავიწყებული და გადაგდებული იყო. ძალით დავსვი პირადად მე, სძაგდა ორივე პროდიუსერს. მეორეჯერ კიდე მეტი ძალისხმევა დამჭირდა. ცალკე კლიპები ვუტრიალეთ და კონცერტები ვურასკრუტკეთ. და ეს სად წამოსკუპებულა :))) სრულიად ურცხვი... ესეც თქვენი სტეფანე, ტვინი რო გამიბურღეთ, ცოდოა, შემოსავალი არა აქვს, ნიჭიერი და გემოვნებიანია და მსგავსი ყ...ით. აჰა, დატკბით“, – წერდა ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში. მაშინ სტეფანე გვარამიას ამ სტატუსს არ გამოხმაურებია.

გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან სტეფანესტან, რომელიც „პრაიმტაიმში“ დაიბეჭდა.

– სტეფანე, ამ პროექტში შენს გამოჩენას დიდი მითქმა-მოთქვა მოჰყვა სოციალურ ქსელში. ამის მიზეზი ნიკა გვარამიას სტატუსი იყო. ელოდი მისგან ასეთ შეფასებას?
– ამაზე კომენტარის გაკეთება არ მინდა... ერთს ვიტყვი მხოლოდ, ვიღაცები წერდნენ, რომ ჩემი გადაწყვეტილება ფინანსებთან იყო კავშირში. ეს სისულელეა. რამდენიმე დღის წინ გავიგე ჩემი ხელფასის შესახებ. როცა შემოთავაზება მივიღე, არ მიკითხავს, რა იქნებოდა ჩემი ჰონორარი. ისე დამთავრდა „ნიჭიერის“ ქასტინგები, ხელფასის შესახებ ინფორმაცია არ მქონდა და არც მიკითხავს. მინდა გითხრათ, რომ არაფრით განსხვავდება ეს ხელფასი ჩემი სხვა ხელფასებისგან. ვიმეორებ! ეს არის გუნდი, ვისთანაც მუშაობა მსიამოვნებს და ვისაც ბრმად ვენდობი. მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია.

dle

Загрузка...
loading...
9-10-2017, 20:05
-
---
კომენტარები


რეკლამა
Загрузка...
უცნაური ამბები