Image

დღეს ამას ყველა გლოვობს: ქართველი სტუდენტი საქართველოში ჩამოასვენეს – რა მოხდა გერმანიაში?

image
loading...

ავტორი: სალომე ჩადუნელი

გერმანიაში გარდაცვლილი ქართველი სტუდენტი ბახვა იმედაძე საქართველოში უკვე ჩამოასვენეს, მას მშობლიურ ქალაქ ქუთაისში დაკრძალავენ. სავარაუდოდ, უკვე ცნობილია 21 წლის ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზი, თუმცა მისი ოჯახის წევრები „პრაიმტაიმთან“ საუბრისას მომხდარის დეტალებს არ ასაჯაროებენ.

ბახვა იმედაძეს სოციალურ ქსელში ბოლო აქტივობა 1 ოქტომბერს უფიქსირდება, ცხედარი კი 2 ოქტომბერს იპოვეს მის ოთახში. ბახვა გაცვლითი პროგრამით გერმანიაში სწავლობდა და მასპინძელ ოჯახში ცხოვრობდა. მისი მდგომარეობით მასპინძელი ოჯახი მას შემდეგ დაინტერესდა, რაც მშობლები ვერ დაუკავშირდნენ. მათ კარი შეანგრიეს და ბახვა იმედაძე გარდაცვლილი იპოვეს.

ბახვას შესახებ ბევრს ყვებიან მისი მეგობრები, ნათესავები, ოჯახის წევრები და მასწავლებლები.
„პრაიმტაიმს“ ბახვა იმედაძის მამიდა თამარ იმედაძე ესაუბრა.

ის იხსენებს, რომ ბახვა თბილი, თავაზიანი, ზრდილობიანი ბავშვი იყო, რომელიც ტრადიციულ ოჯახში აღიზარდა. ძალიან კარგად სწავლობდა და უამრავი მეგობარი ჰყავდა.

„ისეთი ბავშვი იყო, საყვედურს ვერ ეტყოდი. თუ რამეს ეტყოდი, გაგიღიმებდა. ასეთი უკურეაქცია ჰქონდა“.

როგორც გავარკვიეთ, ბახვა იმედაძე, გარდა იმისა, რომ კარგად სწავლობდა, კარგადაც ცეკვავდა, ქართულ ტრადიციულ ცეკვებს.

მამიდას თქმით, ბახვა იმედაძე ნიჭიერი ბავშვი იყო და თავის ნიჭს წარმატებით იყენებდა. ქუთაისში წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში აგრარულ ფაკულტეტზე სწავლობდა. მესამე კურსზე გაცვლით პროგრამაში გაიმარჯვა და ერთი წლით გერმანიაში სასწავლებლად წავიდა, რის გამოც სტუდენტის სტატუსი დროებით, უკან დაბრუნებამდე შეუჩერდა. ბიჭი კარგად ფლობდა ინგლისურ და გერმანულ ენებს.
„დედასთან ყოველდღიური კონტაქტი ჰქონდა და კმაყოფილი იყო ყველაფრით. ბინის პატრონიც, სადაც ცხოვრობდა, მისით აღფრთოვანებული იყო, კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ“.

ბახვა იმედაძე სწავლის პარალელურად პროგრამის ფარგლებში მუშაობდა კიდეც. მამიდის თქმით, ბახვა იმედაძის ცხედარს დაზიანებები არ აღენიშნება და არც ინფორმაცია აქვს, რა შეიძლებოდა მომხდარიყო.

dle

Загрузка...
loading...
9-10-2017, 16:46
-
---
კომენტარები


რეკლამა
Загрузка...
უცნაური ამბები