Image

„დედების სადღეგრძელო დაულევიათ, დათოს უთქვამს, დედას საფლავზე ავიდეთო“ - ავტოავარიას შეწირული 4 ლამაზი სიცოცხლე

image
loading...

"გარდაცვლილი ბიჭების დედები ორი თვის ინტერვალით დავკრძალეთ და ჯერ წელიწადიც არ არის გასული მათი გარდაცვალებიდან"

26 სექტემბერს, თბილისში, კუკიიის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე საშინელი ტრაგედია დატრიალდა. ავტომანქანა, რომელშიც 7 ადამიანი იჯდა, ხეს შეასკდა. ადგილზე დაიღუპა 4 ახალგაზრდა - ძმები: ტატო და დავით ხუნჯუები და მათი მეგობარი ასევე ძმები: სერგო და ლევან ლაშქარავები, მანქანაში მყოფმა კიდევ სამმა ახალგაზრდამ სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. ისინი სასწრაფოს ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. დაშავებულებს ოპერაციები ჩაუტარდათ, მათ გადარჩენას

ექიმები დღემდე ცდილობენ, როგორც ამბობენ, ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა.

მომხდარმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. ოთხივე ახალგაზრდა ერთ უბანში - კუკიაზე გაიზარდა, მათზე წარსულ დროში საუბარი ყველას უჭირს. როგორც გაირკვა, ხუნჯუების და ლაშქარავების დედები კუკიის სასაფლაოზე არიან დაკრძალულები და იმ საბედისწერო დღეს შვილები მათ საფლავზე მივიდნენ. იქიდან ბრუნდებოდნენ, როცა ეს ტრაგედია დატრიალდა.

ქალბატონი მანანა გულიაშვილი ლაშქარავების მეზობელია, ის საშინლად განიცდის მომხდარს. ტირილით მითხრა, თქვენ არ იცით რა ახალგაზრდები დაკარგა საქართველომ, ოთხი საჯიშე ქართველი დაიღუპა და ყველანი შოკირებულები ვართო.

მანანა გულიაშვილი:
- მთელი უბანი, მთელი სანაცნობო გლოვობს ამ ბიჭებს, იმდენად კარგი ადამიანები იყვნენ, რომ დაზაფრულები ვართ მომხდარით. გამორჩეულები, საჯიშე ბიჭები აღარ არიან. სერგო 38 წლის იყო, ლევანი 37 - ის, მათ კიდევ ერთი უფროსი ძმა ჰყავთ, რომელიც რუსეთშია და იქ შეიტყო ეს საშინელი ამბავი. ლევანს 11 წლის შვილი დარჩა. საოცარი ძმობა ჰქონდათ ლაშქარავებს, სულ ერთმანეთის გვერდით იყვნენ. მამა ადრე გარდაეცვალათ და დედა და ბებია ზრდიდნენ. ფაქტობრივად, ბიჭები ბებიის გაზრდილები არიან, რადგან დედა სულ მუშაობდა.

კითხვის გაგრძელება... dle
loading...
30-09-2017, 21:34
-
---
კომენტარები


რეკლამა
loading...
უცნაური ამბები