Image

ტრაგიკული შემთხვევა კუკიაზე - დედის საფლავიდან მომავალი 4 ძმა ავარიაში დაიღუპა

image
loading...

ტრაგიკული შემთხვევა მოხდა გუშინ გვიან ღამით თბილისში. კუკიის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოავარიის შედეგად 28-დან 35 წლამდე ასაკის ძმები დაიღუპნენ. როგორც ,,ნიუპოსტს“ ადგილობრივებმა განუცხადეს, ძმები ხუჭუები და ძმები ლაშქარავები, რომელთა დედებიც გარდაცვლილი ჰყავთ, საფლავიდან მოდიოდნენ, რა დროსაც კუკიის მიმდებარედ ხეს შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად ოთხივე მათგანი გარდაიცვალა. საჭეს ძმებიდან ერთ-ერთი მართავდა.
ფაქტს ადასტურებენ შს სამინისტროში. როგორც ,,ნიუპოსტს“ უწყების პრესცენტრში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით.

dle
loading...
27-09-2017, 23:02
-
---
კომენტარები


რეკლამა
loading...
უცნაური ამბები