Image

„გვარამია ბევრს რომ ლაპარაკობს...“ - რუსკა მაყაშვილის დედის სკანდალური პასუხი ნიკა გვარამიას

image
loading...

"ნიჭიერის" გარშემო სკანდალები გრძელდება. გუშინ ნიკა გვარამიამ რუსკა მაყაშვილს და "რუსთავი 2"-დან "იმედზე" გადასულ თანამშრომლებს ფულზე გაყიდულები უწოდა.
"რეიტინგი" რუსკა მაყაშვილის დედას, თამრიკო მაყაშვილს დაუკავშირდა.

- ქალბატონო თამრიკო, როგორ შეაფასებთ ნიკა გვარამიას განცხადებას, სადაც მან რუსკას ფულზე გაიყიდული და მატყუარა უწოდა...

- თქვენგან გავეცანი ახლა გვარამიას სტატუსს. არ მგონია რუსკაზე წერდეს, ალბათ უფრო იმ ხალხზე წერს ვინც გადავიდა "იმედზე". სადაც 150 კაცს ხელფასის გარეშე აპახავებენ, მე იქ ვერ ჩავერევი.

მეც ვიყავი "რუსთავი 2"-ის თანამშრომელი და ხელფასს მიხდიდა პროდაქშენი. სტაფს რაც უთხრეს ის დაწერეს, დღეს ისეთი დრო მოვიდა ჩემო კარგო, 100 ლარით მეტს სადაც გადაგიხდიან იქ უნდა გადახვიდე.

არტისტები ვართ და არანაირ პოლიტიკაში არ ვერევით. ხელფასის გარეშე მუშაობდა ოთხი თვის ორსული რუსკა და მთელი სტაფი, რა შუაშია აქ პოლიტიკა. სადაც იყო ხელფასი იქ გადავიდნენ.

გვარამია ბევრს რომ ლაპარაკობს და ყველას ჰგონია თითქოს რუსკას 15 000 ლარს უხდის ხელფასს, გამოაქვეყნოს აბა სამი წლის მანძილზე რა თანხას უხდიდა? სულ რაღაც 1400 ლარი ჰქონდა ხელფასი და იმასაც ვერ აძლევდნენ.
dle
loading...
22-09-2017, 23:53
-
---
კომენტარები


რეკლამა
loading...
უცნაური ამბები