Image

"4 თვე ფეხმძიმე უფასოდ ვმუშაობდი, მარტო მე კი არა მთელი პროდაქშენი..." - რუსკა მაყაშვილის საგანგებო განცხადება

image
loading...

მსახიობი რუსკა მაყაშვილი მისი "რუსთავი 2"-დან ტელეკომპანია "იმედში" გადასვლასთან დაკავშირებულ კრიტიკას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება.

„დავიწყეთ „ნიჭიერი" და ძალიან მარტივად ერთხელ დავწერ და მეტი ამ თემას აღარ დავუბრუნდები! „რუსთავი 2"-მა დახურა ყველა მთავარი შოუ, ანუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ადგა და დახურა იმიტომ, რომ მთავარი და პრიორიტეტული ჩვენთვის პოლიტიკააო! ხოდა დამშვიდდით, დაწყნარდით, გადმოერთეთ „იმედზე" და უყურეთ ქვეყნის ყველაზე მაგარ შოუს, რომელზეც „რუსთავი 2"-მა თავად თქვა უარი! რაც შეეხება პოლიტიკას და „ვინმეისტობას", არასოდეს არავისი არ ვყოფილვარ და არც ვიქნები! მსახიობი ვარ, მიყვარს ჩემი საქმე და ვერანაირ პოლიტიკას ვერ შევწირავ! თუ რამე კითხვები გაქვთ პირდაპირ „რუსთავი 2"-ს ჰკითხეთ! მე ჩემს საქმეს მივხედავ!

P.S ხოდა რაც შეეხება ფულს „X ფაქტორზე" 4 თვე ფეხმძიმე უფასოდ ვმუშაობდი, მარტო მე კი არა მთელი პროდაქშენი, რომელიც საუკეთესოა მთელს საქართველოში! სწორედ ეს სუპერ გუნდი აკეთებს „ნიჭიერს" იმედზე, სწორედ ამ სუპერ გუნდს „რუსთავი 2"-მა დაუხურა ქვეყნის მთავარი შოუები! გილოცავთ ახალ წელს!"- წერს რუსკა მაყაშვილი.

dle
loading...
20-09-2017, 11:49
-
---
კომენტარები


რეკლამა
loading...
უცნაური ამბები