Image

„განგებ არ გამიკეთებია,“ - შუახევის სკოლის მასწავლებელი

image
loading...

„მე განგებ არ გამიკეთებია,“ - ასე აფასებს შუახევის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი, მარინე დარჩიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს, სადაც პირველკლასელებს საკლასო ოთახში „ქართული ოცნების“ პარტიული დროშა უკავიათ.

ქედის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი აცხადებს, რომ ფოტოები თავად დადო სოციალურ ქსელში. მისი თქმით, ბავშვებმა დროშები სხვა მოსწავლეებს გამოართვეს.

მასწავლებელი აღნიშნავს, რომ ფოტოები განგებ, პარტიული ნიშნის გამო არ გამოუქვეყნებია.

თუმცა, მარინე დარჩიძე აღნიშნავს, რომ საოლქო კომისიაში ნამუშევარია მდივნად და დღემდე კომისიიის მოქმედი წევრია.

„რამდენი ხანია მე წევრი ვარ და ახლაც წევრი ვარ,“ - განაცხადა მარინე დარჩიძემ.

მარინე დარჩიძემ ასევე, დაამატა, რომ ბათუმში პრემიერთან შეხვედრაზეც იმყოფებოდა. მისი თქმით, შუახევიდან დირექტორმა დაურეკა და შეხვედრაზე წასვლა სთხოვა.

„შუახევიდან დამირეკეს, რომ წამოდი ბათუმშიო და შეხვედრაა კვირიკაშვილთანო და მაგი „ოცნების“ წარმომადგენელიაო, მაგი არ უთქვამს,“ - აცხადებს მარინე დარჩიძე.
dle

Загрузка...
loading...
19-09-2017, 16:31
-
---
კომენტარები


რეკლამა
Загрузка...
უცნაური ამბები