Image

მამაკაცურად დავაკმაყოფილებ, პრობლემა არ მაქვს - საჩხერელი კაცი თბილისელ, ბინიან ქალს ეძებს

image
loading...

„ვარ 68 წლის სიმპატიური, მარტოხელა, უცოლო მამაკაცი. მაქვს რაონში „დაჩა”, კეთილმოწყობილი ორსართულიანი სახლი, მყავს მანქანა, ვეძებ მეგობარ ქალს ქალაქ თბილისში ბინიანს თანცხოვრების მიზნით, რადგან მომბეზრდა მარტოობა. "
"დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით“, – ამ განცხადების ავტორი ჯიმშერ ნადირაძეა, რომელიც საჩხერის რაიონში ცხოვრობს და პენსიონერია.

ადრე, შახტაში მუშაობდა. როგორც ჯიმშერ ნადირაძემ “კვირა” ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, იგი ქვრივია.
მისი მეუღლე წარმოშობით გორის რაიონიდან იყო, რომელიც წლების წინ გარდაიცვალა. მას ქორწინებიდან შვილები არ ჰყავს. ჯიმშერ ნადირაძე პროფესიით ელექტოშემდუღებელია და საჩხერიდან თბილისში სამუშაოდ ჩამოსვლა გადაწყვიტა. თუმცა, თბილისში საცხოვრებელი სახლი არ აქვს და ამიტომ იგი 45 წლის, ბინიან ქალბატონს მეგობრად ეძებს. თუმცა, როგორც იგი ჩვენთან საუბრისას ამბობს, მთავარია მის „რჩეულს“ ბინა ჰქონდეს და ადგილმდებარეობას მნიშვნელობა არ აქვს. მისივე თქმით, მნიშვნელობა არც ბინების რაოდენობას ან ოთახების რაოდენობას არ აქვს. მთავარია, მის „მეგობარს“ ბინა ჰქონდეს და არც ქალბატონის წარსულს ან მის წარმომავლობას აქვს მნიშვნელობა. როგორც ჯიმშერ ნადირაძე ამბობს, მისი „რჩეული“ არც მრავალშვილიანი უნდა იყოს. ბინიანი ქალის „მონადირე“ ნადირაძე ამბობს, რომ მის „მეგობარს“ სასურველია შვილები არ ჰყავდეს, რადგან მათი შენახვა და მოვლა-პატრონობა არ შეუძლია. გარდა ამისა, ნადირაძე აცხადებს რომ სასურველ ქალბატონს მამაკაცურ ჯენტლმენობასაც გაუწევს და „არანაირი პრობლემა“ არ აქვს.

​„მარტოხელა ვარ. მეუღლე მყავდა და 30 წლის წინ გარდამეცვალა. შვილები არ გვყოლია. თბილისიდან ხშირად მირეკავენ სამუშაოზე, ელექტროშემდუღებელი ვარ და ბინიანი ქალს ვეძებ, მეგობრად. ბინა რომ არ ვიქირავო რა.. ბინა ძალიან ძვირია თბილისში, აი, ქირა რომ არ ვიხადო და მინდა ბინიანი მეგობარი ქალი მყავდეს. საჩხერელი რად მინდა?! თბილისში სამუშაოდ მირეკავენ და ვერ მივდივარ. 400 ლარი თუ ვიხადე ქირაში , მაშინ ჩემი ხელფასი რაღა იქნება? ახლა იმ ქალს თუ ბევრი შვილები ეყოლება ასეთი არ მინდა, ვეღარ გავქაჩავ. მაგდენის შესაძლებლობა არ მაქვს. მაგრამ თუ შემეხმიანება მარტოხელა ქალბატონი მეგობრად, ძალიან კარგი, თუნდაც იყოს განათხოვარი. როგორც მამაკაციც დავაკმაყოფილებ, არანაირი პრობლემა არ მაქვს“, – აცხადებს ჯომშერ ნადირაძე ჩვენთან საუბარში.
აღნიშნული განცხადება საჩხერელმა ჯიმშერ ნადირაძემ 16 სექტემბერს გამოაქვეყნა.

სრული ვერსიის ნახვა plus.kvira.ge
dle

Загрузка...
loading...
18-09-2017, 21:20
-
---
კომენტარები


რეკლამა
Загрузка...
უცნაური ამბები