Image

მეტეოროლოგები: წლევანდელი ზამთარი ყველაზე მკაცრი იქნება ბოლო 100 წლის განმავლობაში

image
loading...

სინოპტიკოსების პროგნოზმა ევროპის ქვეყნები სერიოზულად შეაშფოთა და, მაგალითად, ბრიტანეთსა და გერმანიაში უკვე დაიწყეს სამზადისი სასტიკი ყინვების დასახვედრად.

გარდა ამისა, მეცნიერები ირწმუნებიან, რომ 2017-2018 წლის ზამთარი ერთგვარი გარდამავალი პერიოდი გახდება, საიდანაც ახალი დროის ათვლა დაიწყება.
როგორც მეტეოროლოგები გვპირდებიან, ბოლო პერიოდისთვის ჩვეული თბილი, მზიანი და უთოვლო ზამთრები დავიწყებას მიეცემა და იქნება ისე, როგორც მრავალი ჩვენგანის ბავშვობაში იყო: ბევრი თოვლი და სასტიკი ყინვები.
მათი თქმით, სიცივეები უკვე ნოემბერში დაიწყება, შემოდგომა ხანმოკლე და ცივი გვექნება, ძლიერი ყინვები უკვე დეკემბრის პირველსავე რიცხვებში დადგება, ხოლო ევროპასა და ასევე აზიის ზოგ ქვეყანას ძლიერი დიდთოვლობა დაატყდება თავს.
ცნობილი ევროპელი მეტეოროლოგი ჯეიმს მედენი აცხადებს, რომ ოქტომბერი ბოლო თბილი თვე იქნება, შემდეგ კი ამინდი მკვეთრად შეიცვლება და შემოდგომის ბოლო თვე წვიმებით, თოვლით, სუსხიანი, ძლიერი ქარით და ძლიერი სიცივეებით დაგვამახსოვრებს თავს.
ჯეიმს მედენი პლანეტის მოსახლეობას მოუწოდებს:
მოიმარაგეთ თბილი სამოსი და შეძლებისდაგვარად დაათბუნეთ საცხოვრებლები. ზამთარი ხანგრძლივი იქნება.
მეცნიერები სასტიკ სიცივეებს წყნარ ოკეანეში მომხდარ ანომალიას უკავშირებენ. ოკენის წყლის ტემპერატურამ მთელი ერთი გრადუსით მომატა, რასაც ის მოჰყვება, რომ ევროპას პოლარული ცივი ჰაერის მასები შეუტევს და მინუს 25-30 გრადუსი წლევანდელი ზამთრისთვის ნორმა იქნება.
სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ 2017-2018 წლის ზამთარი ნოემბერში დაიწყება და აპრილამდე გასტანს.

dle
loading...
18-09-2017, 18:42
-
---
კომენტარები


რეკლამა
loading...
უცნაური ამბები