Image

"მეშინოდა, ჩემს შვილს არ ვაწყენინო-თქო და დღეს ის აღარ არის ცოცხალი" - მშობლის გაფრთხილება

image
loading...

ნანა ბერძენიშვილის შვილი, ელენე, ცოტა ხნის წინ ინტერნეტ-თამაშ "ლურჯ ვეშაპს" ემსხვერპლა, რის შემდეგაც ნანამ გადაწყვიტა ყველა მშობელი გააფრთხილოს ონლაინ-საფრთხეებზე და გადაარჩინოს სხვა მოზარდები სიკვდილისგან.
"არ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ ინტერნეტი არის ბოროტება, თუმცა ბოროტმოქმედები მას იყენებენ სხვადასხვა საზარელი გეგმის განხორციელებისათვის! დღეს შემხვდა ქალბატონი და მისი შვილიშვილი. ასე 11 წლის ბიჭი. გამოველაპარაკე და ვუთხარი, რომ არ ითამაშო სასტიკი თამაშები-თქო. არაო, დამიდასტურა. შემდეგ მისმა ბებოს მითხრა, არც კი ვიცით რა ვქნათო, სულ კომპიუტერი და ტელეფონი უნდა და ეზოში ძალით ჩავიყვანეო.
როცა ეს მითხრა, ვიგრძენი მისი უსუსურობა, თან უნდა, რომ შვილიშვილს არ აწყენინოს და თან ხვდება, რომ არ შეიძლება ბავშვი სულ იქ იყოს, ონლაინ-რეალობაში.
ალბათ ბევრი მშობელია ამ დილემის წინაშე. არ ვაწყენინო... და შემდეგ ეს დაშვება - რა უჭირს, ბავშვი ხომ მაინც სახლშია.
უმორჩილესად გთხოვთ, თუ საჭიროდ ჩათვლით, აწყენინეთ თქვენს შვილებს და შეუზღუდეთ 24-საათიანი წვდომა ინტერნეტზე. კი გაბრაზდებიან, იტირებენ და შესაძლოა სხვა უფრო მძაფრი პროტესტიც გამოხატონ, მაგრამ იცოდეთ, შესაძლოა, თქვენი ამ გადაწყვეტილებით მათი სიცოცხლე გადაარჩინოთ.
მე მეშინოდა, რომ ელეს, ჩემს შვილს არ ვაწყენინო-თქო და დღეს ის აღარ არის ცოცხალი.
არამც და არამც არ ვამბობ, რომ აუკრძალოთ, უბრალოდ შეზღუდეთ და უკეთ გააკონტროლეთ.
ელენეს სახელით, ნანა...
P.S. გთხოვთ, გაავრცელეთ და თქვენს მეგობრებსაც მოუყევით", - წერს ნანა ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში.

dle

Загрузка...
loading...
18-09-2017, 13:42
-
---
კომენტარები


რეკლამა
Загрузка...
უცნაური ამბები