Image

ყველა ჩვენგანი სმარტფონებს არასწორი მეთოდებით ვმუხტავთ და აი, რატომ

image
loading...

ყველა ჩვენგანი სმარტფონებს არასწორი მეთოდებით ვმუხტავთ და აი, რატომ

უამრავი ადამიანი საუბრობს იმაზე, რომ სმარტფონები ძალზედ მალე ჯდება და მისი დამუხტვა დღეში რამდენჯერმე უწევთ, ფაქტობრივად ეს ჩვენი ბრალია.

არსებობს მითი იმის შესახებ, რომ ტელეფონები აუცილებლად 100%-მდე უნდა დაიტენოს.

მაგრამ ეს არის დიდი შეცდომა

Battery University-ის საიტზე განთავსდა ინფორმაცია ბატარეის მწარმოებელი კომპანის Cadex-ის მიერ სადაც აღწერილია ე.წ. სტრესი ლითიუმის ბატარეებისა, რომლებიც აქტიურად გვხვდება სმარტფონებში. ბატარეის ხანგრძლივობა და მისი ქმედითუნარიანობა დამოკიდებულია ადამიანზე, რომელიც მოიხმარს სმარტფონს, ასე რომ, თუ გსურთ თქვენი ტელეფონის ბატარეა მუშაობდეს და გემსახურებოდეთ ის დიდი ხნის განმავლობაში გაითვალისწინეთ მისი დამუხტვის რამდენიმე წესი.

როდესაც სმარტფონი სრულიად დამუხტულია, აუცილებლად გამორთეთ ის დენის წყაროდან.

Cadex-ის წარმომადგენლის თქმით, ერთ-ერთი მავნე ჩვევა, რაც ტელეფონის ბატარეებს აზიანებს, არის მისი ღამით დასამუხტად დატოვება. როდესაც ტელეფონი იმუხტება 100%-ზე, იგი იწყებს ელექტროენერგიის მცირე მუხტებით დატენვას, რაც მას მაქსიმალურ დონეზე მუხტავს. ასეთი გზით, ბატარეა სტრესის ქვეშ ექცევა და მალევე სუსტდება.

ყველა ჩვენგანი სმარტფონებს არასწორი მეთოდებით ვმუხტავთ და აი, რატომ


დამუხტეთ ტელეფონი ნებისმიერ შემთხვევაში

ბატარეისთვის ის უფრო სასარგებლოა, თუ მას დღეში რამდენჯერმე დავმუხტავთ მცირე დროით, როდესაც კი საშუალება გვექნება.

საუკეთესოა ის შემთხვევაც, როდესაც იგი თუნდაც მხოლოდ 10%-ით არის დამჯდარი და მას დავმუხტავთ. რა თქმა უნდა ეს ჩვენი ცხოვრების რიტმს არ შეესაბამება, მაგრამ მაინც.

ასეთი დამუხტვის მეთოდი სმარტფონის ბატარეის სიცოცხლეს გაახანგრძლივებს და შესაძლოა გარკვეული ტიპის ადამიანებისათვისაც ხელსაყრელი იყოს.

უმჯობესია ტელეფონის 100%-მდე დამუხტვა

Cadex ამტკიცებს, რომ ბატარის ბოლომდე დამუხტვა საჭირო არ არის, პირიქით ეს მას ძალიან მოკლე დროში დააზიანებს, რაც საბოლოოდ მის შეცვლამდე მიგვიყვანს.

შეინახეთ ტელეფონები გრილ ადგილას

ტელეფონის ბატარეები მგრძნობიარები არიან გადახურების მიმართ. მაგალითად, Apple რეკომედაციას უწევს საკუთარი პროდუქციის მომხმარებლებს რომ ტელეფონები ისეთ ადგილას დამუტონ სადაც უფრო სიგრილეა.

და თუ თქვენს ტელეფონს მზის სხივები პირდაპირ ეცემა აუცილებელია მისი სხვა ადგილას გადატანა.

წყარო: intermedia.ge
dle

Загрузка...
loading...
18-09-2017, 13:15
-
---
კომენტარები


რეკლამა
Загрузка...
უცნაური ამბები