Image

არსებობს თეორია, რომ 23 სექტემბერს პლანეტაზე სიცოცხლე უნდა დასრულდეს - ეს ყველამ უნდა ნახოს!!

image
loading...

თუ თქვენ კონსპირაციული თეორიების მოყვარული ხართ, მაშინ შეიძლება დაიჯეროთ, რომ ამ თვეში დედამიწა სხვა პლანეტას შეეჯახება, წერენ Yahoo.com და Sun.

ზოგის აზრით, პლანეტაზე აპოკალიფსი 23 სექტემბერს უნდა დადგეს. ქრისტიანი ნუმეროლოგი დევიდ მიდი ამბობს, რომ ლუკას სახარების 21-ე თავში არის ჩადებული წინასწარმეტყველება, რომელშიც ცოტა ხნის წინ მომხდარი მზის დაბნელება, ქარიშხლები „ირმა“ და „ჰარვი“ და სხვა ბუნებრივი მოვლენები იკითხება და ეს ყველაფერი განმარტებულია, როგორც აპოლკალიფსის წინა პერიოდი. საუბარია სახარების, აი, ამ მონაკვეთზე:

"25 იქნება ნიშნები მზეზე, მთვარეზე და ვარსკვლავებზე; დედამიწაზე ხალხები გაიტანჯებიან და არ ეცოდინებათ გამოსავალი, რადგან ზღვა ახმაურდება და აღელდება, 26 ხალხს გული წაუვა შიშით და იმის მოლოდინით, რა დაატყდება თავს მსოფლიოს, რადგან ციური ძალები შეირყევა. 27 მაშინ იხილავენ ძლიერებითა და აღმატებული დიდებით ღრუბლებში მომავალ კაცის ძეს. 28 მაგრამ როცა ამის ახდენა დაიწყება, გაიმართეთ და თავები ასწიეთ, რადგან ახლოვდება თქვენი ხსნა“. 29 შემდეგ მათ მაგალითი მოუყვანა: „შეხედეთ ლეღვსა და სხვა ხეებს. 30 როცა ხედავთ, რომ იფოთლებიან, იცით, რომ ახლოა ზაფხული. 31 ასევე, როცა დაინახავთ, რომ ყველაფერი ეს ხდება, იცოდეთ, რომ ახლოა ღვთის სამეფო.“

მიუხედავასდ იმისა, რომ ადამიანთა უმრავლესობა ამ თეორიას სკეპტიკურად უყურებს, გარკვეულ ნაწილს სჯერა, რომ მზის სისტემის იდუმალი მეათე პლანეტა „ნიბირუ“ არსებობს, რომელიც დედამიწის ორბიტაზე ზუსტად მზის უკან მდებარეობს და არასოდეს არ ჩანს, 23 სექტემბერს კი ის ჩვენს პლანეტას შეეჯახება და გამოიწვევს კატაკლიზმებს, ვულკანებს, ცუნამებს და სისცოცხლეს დაასრულებს დედამიწაზე.

შეგახსენებთ ეს კონსპირაციული თეორია 1976 წლის შემდეგ არსებობს და ამ საკითხს რამდენიმე წიგნიც მიეძღვნა.

მეცნიერთა გარკვეულ ჯგუფს ღრმად სჯერა, რომ ამ პლანეტაზე სიცოცხლეც არსებობს, და იქ მცხოვრებ არსებებს პირობითად „ანუნაკებს“ უწოდებენ.

წყარო: agora.ge
dle
loading...
18-09-2017, 12:38
-
---
კომენტარები


რეკლამა
loading...
უცნაური ამბები