Image

გავიგე ხმა კი არა, ხავილი - დოი, ჭოლა, მიშველეთ, ბავშვი დაიღუპა! - დოლიძე რაფალიანცის საქმეზე

image
loading...

რეჟისორი ქეთი დოლიძე ამბობს, რომ კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილთან მას დაპირისპირება არ აქვს. განცხადება დოლიძემ ტელეკომპანია "იბერიას" ეთერში გააკეთა.
ქეთი დოლიძეს წამყვანმა კითხვა 2012 წელს გურჯაანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაუსვა. წამყვანმა რეჟისორს ჰკითხა, რატომ უწოდა მან მანანა ბერიკაშვილს მკვლელი და ხომ არ არის ეს დაკავშირებული ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალებასთან. ქეთი დოლიძემ 2012 წელს, 2 წლის ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების ღამე გაიხსენა და იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც ის და ნინელი ჭანკვეტაძე მანანა ბერიკაშვილთან ჩავიდნენ.
“იმ დღეს მე სტუმრად ვიყავი ჩემს კლასელ გია ჯაფარიძესთან, როდესაც უკან ვბრუნდებოდი, რადიო იყო ჩართული მანქანაში. ეს იყო არჩევნების წინა ღამე. უცებ პირდაპირ ეთერში მესმის ხმა კი არა, ხავილი: “დოი, ჭოლა, მიშველეთ, მიშველეთ, ბავშვი დაიღუპა!” ის არ იყო ნორმალური ადამიანის მდგომარეობა. პირველი ჩემი იმპულსი იყო ის, რომ დავრეკე “ქართული ოცნების ” ოფისში. ეს იყო ღამის 11 საათი და ვთხოვე მანქანა გურჯაანში წასასვლელად. ჩემი შემდეგი ზარი იყო ნინელისთან, რადგან ის მისი ჯგუფელია. ნინელიმ მითხრა, გამომიარე და ერთად წავიდეთო. ჩვენ გავატარეთ აბსოლუტურად ჯოოხეთური ღამე. ამ დროს ზუგდიდისკენ მიმავალი ირაკლი ალასანიაც დაბრუნდა გზიდან. ის ერთადერთი პოლიტიკოსი იყო, ვინც მაშინ იქ ჩამოვიდა. მას შემდეგ ორი იურისტი ჩამოვიდა, რომლებიც სასტიკად გალახეს, ცხვირი გაუტეხეს და სასწრაფომ წაიყვანა, ჩვენ კი ასე, ღამე , ვიჯექით მანანასთან ერთად სახლში, სადაც ის ცხოვრობდა და ერთმანეთს ვყარაულობდით. გათენდა დილა , ჩვენ დავტოვეთ მანანა და წამოვედით, ეს იყო და ეს. მე გავაკეთე ის, რაც ნორმალურ ადამიანს მოეთხოვება, როდესაც შველას ითხოვენ. ამას ერთი წუთითაც არ ვნანობ”-განაცხადა ქეთი დოლიძემ.

პირველი რადიო
dle

Загрузка...
loading...
17-09-2017, 17:05
-
---
კომენტარები


რეკლამა
Загрузка...
უცნაური ამბები