Image

"კახპად მაქცია, არადა, მეუბნებოდა, მიყვარხარ, მაგრამ ნათესავი ხარ და ცოლად ვერ შეგირთავო"

image
Загрузка...

მიუხედავად იმისა, რომ ქალზე ძალადობა დასჯადი ხდება, ალბათ კანონის მნიშვნელობას კარგა ხანს ვერ გააცნობიერებენ ქალები. სამწუხაროდ, ტრადიციების, აღზრდის, თუ სხვა მიზეზთა გამო ზოგიერთ ქალს მიაჩნია, რომ სჯობს­ მოითმინოს, რადგან მოძალადე კაცია და არავინ დასჯის, მას, ქალს კი სახელი გაუტყდება. 32 წლის ნინო ჯ.-ც ასე ფიქრობს.

- ჩემი ცხოვრება 15 წლის ასაკიდან კოშმარად იქცა. ჩვენი არც ისე ახლო ნათ­ესავის მსხვერპლი გავხდი. ჩემზე 12 წლით უფროსი იყო. ჩვენს კორპუსში გადმოვიდნენ საცხოვრებლად და რადგან



ნათესავებად ვითვლებოდით, რამდენჯერმე გვესტუმრნენ. მე უფროსი ვიყავი, ჩემი ძმები­ კი მხოლოდ 8 და 6 წლისანი, ალალმა და კეთილმა მამაჩემმა ჩვენდამი ნათესავის ზრუნვა გულითადად მიიღო. ლევანი თავიდან მართლაც უფროს ძმასავით გვექცეოდა. ერთ დღეს სკოლიდან მომავალს მანქანით შემხვდა. შინ წაგიყვანო. მეც ჩავჯექი. ლისის ტბის ასახვევთან გაახსენდა, რომ ვიღაც უნდა ენახა. საბაგირო გზის სადგურის შენობასთან მანქანა გააჩერა და გადავიდა. უცებ მობრუნდა, - წამო, მაღლიდან გადავხედოთ თბილისსო. მეც, უტვინო ბავშვი, ყველაფერს ვუჯერებდი. იქ, ერთ-ერთ ოთახში, ძველი დივანი იდგა, იმაზე გამაუპატიურა. მითხრა, არაფერი წამოგცდეს, მე ბევრს ვერაფერს დამაკლებ, შენ კი სამუდამოდ გაგიტყდება სახელიო. ნეტავ არ დამეჯერებინა მაშინ...

- ძალადობა განაგრძო?
- კი. მეორედ რომ გამაუპატიურა, თურმე ფარულად გადაიღო ყველაფერი. მერე ისე დაუმონტაჟებია, რომ გაუპატიურებას ვერც აღიქვამ. მითხრა, თუ რამე წამოგცდება, ამ ვიდეოს საკაბელო ტელევიზიით გავუშვებო.

- რას საქმიანობდა, სად მუშაობდა?
- ყველამ ვიცოდით, რომ რაღაც ბიზნესს ეწეოდა, მე კი მითხრა, ისეთი ორგანიზაციის წევრი ვარ, შენნაირების გაქრობა ჩვენთვის არაფერიაო. წლების განმავლობაში ვიყავი მისი სექსმონა, მეტიც, არა მხოლოდ მისი, მახვედრებდა ვიღაც უცხოელებს და მაიძულებდა, მათთანაც მქონოდა სქესობრივი კავშირი. რომ არ დავორსულებულიყავი, ვიღაც ექიმთან მიმიყვანა, რომელმაც საშვილოსნოს მილები გადამიკეტა.

- ოჯახში ვერავინ ვერაფერს ხვდებოდა?
- ისეთ სამსახურში მომაწყო, რომ ღამით მორიგეობა მიწევდა.

- მისგან თავი როგორ დაიხსენი?
- ავარიაში მოყვა და მოკვდა. არც სამძიმარზე მივსულვარ, არც დაკრძალვაზე.

- არასდროს გიკითხავთ, ასე რატომ გექცეოდათ?
- მიყვარხარო, მაგრამ ნათესავი ხარ და ცოლად ვერ შეგირთავო. კახპად რომ მაქციე, ეს სიყვარულია-მეთქი? დამცინოდა, გოიმი ხარო... ჩემს ცხოვრებას რა ეშველება, არ ვიცი, ერთი გამოფიტული ქალი ვარ, რომელსაც ჯერ კიდევ სიყმაწვილიდან ჭამდა ერთი არაკაცი. ვერავის ვენდობი, არავინ მაინტერესებს. ვარ ჩემთვის. ხანდახან ძმისშვილები მომყავს ჩემთან და ისინი მიხალისებენ ცხოვრებას. არ მინდა, სხვებმაც ჩემსავით დაუშვან შეცდომა და თუ მათზე ძალადობენ, ან იძალადებენ, დუმილი და მოთმენა არჩიონ მუდმივ დამცირებას.

იხილეთ ვრცლად: kvirispalitra.ge
dle

loading...
16-09-2017, 20:54
-
---
კომენტარები


რეკლამა
Загрузка...
უცნაური ამბები