Image

სასრაფოდ!! თბილისში შუახნის მამაკაცი მოკლეს - ბრალდებული 23 წლის ახალგაზრდაა

image
loading...

მკვლელობა მოხდა გუშინ თბილისში. როგორც "ნიუპოსტს" უყვებიან ისნის რაიონში 50 წლამდე მამაკაცი ცივი იარაღით მოკლეს. ბრალდებული კი 23 წლისაა.
როგორც ირკვევა, შემთხვევას თვითმხილველები ჰყავს, რომლებიც პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებულთან ერთად, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავა.

"ნიუპოსტის" ინფორმაციით მკვლელობას წინ ურთიერთდაპირისპირება და ხმაური უძღოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

"შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს, ისანი-სამგორის სამმართველოს და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული ი.ა. განზრახ მკვლელობის, ხოლო 1981 წელს დაბადებული გ.ჩ. და 1985 წელს დაბადებული ლ.ტ. - დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, ისნის რაიონში, ბრალდებულმა ი.ა.-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1969 წელს დაბადებულ მ.ა.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ი.ა. და გ.ჩ- რუსთავში, ლ.ტ. კი - თბილისში, ცხელ კვალზე დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე და 376-ე მუხლებით)"- აღნიშნავენ უწყებაში.

dle
loading...
16-09-2017, 17:57
-
---
კომენტარები


რეკლამა
loading...
უცნაური ამბები