Image

2017 წლის მეორე ნახევრის კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისათვის!

image
loading...

2017 წლის მეორე ნახევარი უკვე ერთი თვეა დაიწყო. გაინტერესებთ, როგორი იქნება ის ზოდიაქოს ნიშნებისთვის? ვისაც გჯერათ ან, თუნდაც, არ გჯერათ ასტროლოგიის, გირჩევთ, წაიკითხეთ, ნამდვილად გაოცებული დარჩებით ამ ჰოროსკოპის სიზუსტით!




ვერძი (21 მარტი — 19 აპრილი)

ვერძს შეჯიბრებითობა ახასიათებს, რაც 2017 წლის მეორე ნახევარში არ შესუსტდება, პირიქით — ამ ნიშნებს მაღალი შედეგები, შესანიშნავი შეფასებები და უდიდესი მიღწევები ელოდებათ.

ისინი ყველაფერში პირველობისკენ ისწრაფვიან. ეს პერიოდი თქვენი დრო იქნება! ამას თქვენი შედეგები აჩვენებს.

ყურადღება მიაქციეთ სიტყვებს. გარშემო მყოფნი მწვავედ აღიქვამენ თქვენ მიერ ნათქვამ სიტყვას, რადგან თქვენი მიღწევები ყველას შეშურდება — ბედნიერებას ახლობელი ადამიანების შემცირება მოაქვს.

ვერძებისთვის წლის მეორე ნახევარი ნამდვილად ბედნიერების მომტანი იქნება. თუ მარტოხელაა, მეორე ნახევრის პოვნის დიდი შანსი აქვს, თუ უკვე აქვს ურთიერთობები, სიყვარული უფრო გაძლიერდება. შესაძლებელი გახდება ის, რაც გუშინ შეუძლებლად ეჩვენებოდათ!


კურო (20 აპრილი — 20 მაისი)

კუროებს ძალიან უყვართ, როდესაც ცხოვრებაში ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის და ყველაფერი იმის საქმის კურსში არიან, რაც ხდება. ისინი მტკიცე და ქედუხრელი არიან. თუ რამე არ მოსწონთ, ამას ვერავინ დააძალებთ.

კუროებო, რა სიურპრიზიც არ უნდა მოგიმზადოთ ცხოვრებამ ამ წელს, არ უღალატოთ საკუთარ თავს: ყოველთვის დარჩით მოვლენების ცენტრში და სასოწარკვეთას ნუ მიეცემით.

კუროებს მრავალი აღმოჩენა ელოდებათ წინ. ნუ შეუშინდებით ახალს, მალე მიეჩვევით ბედის სიურპრიზებს. მხოლოდ ერთი პირობაა: წლის ბოლომდე სამყარო ჩვეულებრივზე უფრო ინტენსიურად უნდა გამოიკვლიოთ. მასში თქვენთვის სასარგებლო უამრავი შესაძლებლობაა. ნუ მისცემთ უფლებას სტერეოტიპებს, ფანტასტიკური მომავალი ჩამოგართვან!

კუროებს ცხოვრებისეულ ყველა სფეროში ბევრი ცვლილება ელოდებათ. მოუსმინეთ საკუთარ გულს, ალღოს, საყვარელი ადამიანების რჩევებს. 2017 წლის მეორე ნახევარში მთავარი პრიორიტეტი "მე" გახადეთ.


ტყუპი (21 მაისი — 20 ივნისი)

ტყუპი ის ადამიანია, რომელსაც მეგობარმა შეიძლება ნებისმიერ დროს დაურეკოს და თავისი განცდები გაუმხილოს. მას არაჩვეულებრივი უნარი აქვს, დაეხმაროს ადამიანებს უბრალო მოსმენითაც კი.

თუმცა 2017 წლის ბოლოს ტყუპები ყურადღებით უნდა იყვნენ: არ უნდა მისცენ სხვის პრობლემებს უფლება, რომ მათი გული და გონება დაიპყროს. ერთი რამ შეიძლება ითქვას: ტყუპისთვის საკუთარი თავის მოსმენა არასდროს არის ზედმეტი.

წლის მეორე ნახევარში ტყუპები მიხვდებიან, რომ არ შეიძლება საკუთარ თავს არ გაუფრთხილდნენ. მათ ცხოვრებაში დადებითი ცვლილებების მოტანა მხოლოდ საკუთარ თავზე ყურადღების გადატანას შეუძლია. ისინი თვალს გაახელენ იმ პრობლემებზე, რომელთა არსებობაზე წარმოდგენაც არ ჰქონდათ.

ტყუპებო, ეს წელი თქვენი ზრდის წელი იქნება!


კირჩხიბი (21 ივნისი — 22 ივლისი)

ხანდახან კირჩხიბებს ჰგონიათ, რომ ყველაფერი ძალზე სწრაფად ხდება და თითქოს რაღაცას უშვებენ ხელიდან. ხანდახან ავიწყდებათ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რაც ხდება აქ და ახლა.

კირჩხიბებმა უნდა გააცნობიერონ, რომ აუცილებელია წარსულზე ფიქრს შეეშვან, ის უკვე განვლილია და არ უნდა განიცადონ მომავალი — ის ჯერ არ დამდგარა. მთელი ყურადღება აწმყოს უნდა მიაქციონ.

ეს წელი კირჩხიბებისთვის საკმაოდ დაძაბულად დაიწყო, მაგრამ სულ მალე ცხოვრება ახალ კალაპოტში ჩადგება. ცუდზე არ იფიქროთ! ყველაფერი კარგადაა!

კირჩხიბებო, გახსოვდეთ: 2017 წლის მეორე ნახევარი თქვენთვის გახდება შანსი, ყველაფერი კიდევ ერთხელ, მაგრამ სწორად დაიწყოთ. ნუ მისცემთ დროს ნებას, თქვენზე დიდი ზეწოლა მოახდინოს. დააფასეთ ის ცხოვრება, რომელიც დღეს გაქვთ. და ეს წელი დაუვიწყარი იქნება!


ლომი (23 ივლისი — 22 აგვისტო)

ლომს გარშემო კეთილი მეგობრები და მტკიცე ოჯახი უდგას, ასე რომ, თითქოს ყველაფერი კარგად მიდის. წლიდან წლამდე მისი პროგრესი მხოლოდ იზრდება, მაგრამ არ ტოვებს გრძნობა, რომ რაღაც არ ჰყოფნის, აკლია.

2017 წლის მეორე ნახევარში ამ ნაკლული რაღაცის, დაკარგული "დეტალის" მოძებნას შეუდგებით. არ აღელდეთ, ვინც ეძებს, ის პოულობს კიდეც!

მოემზადეთ ნამდვილი თავგადასავლებისთვის — ახალი სამუშაო, რომანტიკული თავგადასავალი, საინტერესო შვებულება!



ქალწული (23 აგვისტო — 21 სექტემბერი)

ქალწულებმა უნდა იშფოთონ და განიცადონ, განა სხვაგვარად იქნება? განა სხვაგვარად გააკონტროლებენ ყველაფერს?

სინამდვილეში ყველაფერი ასე არ არის. ხანდახან რომ გააკონტროლო, უნდა გაუშვა!

2017 წლის მეორე ნახევარში ცხოვრება გაჩვენებთ, რომ ყველაფერი თქვენს კონტროლს არ ექვემდებარება!

წელს ქალწულები გაუშვებენ იმას, რაც დიდხანს არცთუ დიდი საჭიროების გამო ეჭირათ. ისინი უფრო თავისუფლად იგრძნობენ თავს. ეს წელი მათთვის ნამდვილი გათავისუფლებისა და ახალი ცხოვრების დაწყების წელი იქნება!



სასწორი (22 სექტემბერი — 23 ოქტომბერი)

მთავარია, სასწორები პანიკაში არ ჩავარდნენ. წლის ბოლომდე მათ ახალი პრობლემები ელოდებათ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ამ პრობლემების მიმართ საკუთარი დამოკიდებულება შეცვალონ.

სასწორებო, არ იჩქაროთ მათი გადაწყვეტა, საკმარისი დრო გაქვთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას და არ აჩქარდეთ. მიეცით საკუთარ თავს დრო, რომ ყველაფერი კარგად აწონ-დაწონოთ და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეთ მოქმედება.

წინ მრავალი ცვლილება გელოდებათ. არ შეშინდეთ. ცვლილებები ახალ ცხოვრებას, შესაძლებლობებს, ახალ გამოცდილებას მოგიტანთ. სასწორებისთვის ეს ყველაზე დასამახსოვრებელი წელი იქნება, რადგან ბევრი მოვლენა გელით წინ და თითქმის ყველა — დადებითი!



მორიელი (24 ოქტომბერი — 21 ნოემბერი)

მორიელი საკუთარ ოცნებებზე დაუოკებელი მონადირეა! მაგრამ ხანდახან მოთოკვა და სურვილების გადახედვა, ანუ მიწაზე დაშვება აუცილებელია.

წლის ბოლომდე მიხვდებით, რომ თქვენ სიტყვებსა და საქციელს ირგვლივ მყოფებზე უზარმაზარი გავლენა აქვს — ეს სიმართლეა.

წლის პირველ ნახევარში ბევრი შეცდომა დაუშვით. ახლა დროა, რამე გააკეთოთ ამის გამოსასწორებლად! ყურადღების კონცენტრაცია მხოლოდ საკუთარი საქმიანობის დადებით შედეგებზე მოახდინეთ. მაშინ გაიზრდებით, თუ, ბოლოს და ბოლოს, საკუთარ შეცდომებს გაითვალისწინებთ.

თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებენ, 2017 წელი მორიელებისთვის სრული გამოფხიზლების, "გადატვირთვის" წელი იქნება!

გამოიყენეთ შემდეგი ხუთი თვე იმისთვის, რომ თავად შეამოწმოთ, რა სიმაღლეზე შეგიძლიათ ასვლა!



მშვილდოსანი (22 ნოემბერი — 21 დეკემბერი)

მშვილდოსნები მრავალმხრივი პიროვნებები არიან. თუმცა ამ ბოლო დროს მათ გრძნობები ღალატობს.

დამშვიდდით. შეხედეთ საკუთარ თავს გვერდიდან. დააფასეთ საკუთარი თავი ცოტა მეტად.

ნუ შფოთავთ მომავალზე — ყველაფერი კარგად იქნება! გახსოვდეთ, რაც უკვე გაიარეთ – ეს ძალას მოგცემთ! იმუშავეთ საკუთარ თავზე და მიხვდებით, რომ ყველაფერი შესანიშნავად არის!

წლის ბოლომდე მშვილდოსნებს უამრავი ახალი გამოწვევა და უნიკალური ამოცანა ელოდებათ. ვარსკვლავები კი გვამცნობენ, რომ ისინი თავის სიმაღლეზე იქნებიან, რადგან მშვილდოსნები ძალზე ჭკვიანი და ძლიერები არიან, თუნდაც ხშირად ავიწყდებოდეთ ეს.

2017 წლის მეორე ნახევარი მშვილდოსნებისთვის შემოწმების დროა ლოზუნგით: "მაჩვენე რა შეგიძლია!". მოემზადეთ მუხლჩაუხრელი მუშაობისთვის. ეს კი აუცილებლად დაგიფასდებათ მომავალი გამარჯვებებით!



თხის რქა (22 დეკემბერი — 19 იანვარი)

თხის რქები მზრუნველი და ერთგული ადამიანები არიან. მათთვის მთავარი ბედნიერება ახლობლების ბედნიერებაა. სწორედ ამ პრინციპებით ხელმძღვანელობენ ურთიერთობებში. მეორე მხრივ, მათი ზედმეტი მეურვეობა ზოგჯერ თხის რქების ახლობლებს საკუთარი არჩევანის გაკეთებაში უშლის ხელს.

თხის რქებს უნდა ახსოვდეთ, რომ ხანდახან ადამიანების დახმარების, მხარდაჭერის საუკეთესო ხერხი მათთვის პირადი სივრცის მიცემა, მათი ნდობაა.

თუ ამ რჩევას გაითვალისწინებთ, წლის მეორე ნახევარში ყველაზე ახლობელი ადამიანების წარმატებებით დატკბობას შეძლებთ!

თავად თხის რქებმა კი, ბოლოს და ბოლოს, დრო უნდა გამონახონ იმისთვის, რომ დაუბრუნდნენ საკუთარ თავს. ცეცხლოვანი მამლის წელი თხის რქებისთვის სიმშვიდის, ჰარმონიისა და საკუთარ სულში წესრიგის დამყარების წელია.



მერწყული (20 იანვარი — 18 თებერვალი)

მერწყულები, როგორც ცნობილია, არასტანდარტული ხალხია, მაგრამ მათ შეუძლიათ სწრაფად და მკაფიოდ აზროვნება, უპრობლემოდ ორიენტირება დიდი და მცირე მასშტაბის საკითხებში. სწორედ ამიტომ მერწყულებს რჩევისთვის ხშირად მიმართავენ.

მაგრამ ფრთხილად იყავით, ხანდახან ბევრი ფიქრი — ცუდია, რადგან ზოგჯერ სისწრაფე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სისწორე. ნუ გაირთულებთ ცხოვრებას, რადგან ის ბევრად მარტივია.

2017 წლის მეორე ნახევარი მერწყულებისთვის დიდი ცვლილებების პერიოდია. სწორედ ეს დრო გამოიყენეთ ახალი, სწორი გზის დასაწყებად.

ეს იქნება პერიოდი, როცა ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. დგება დრო, როდესაც შფოთვის გარეშე შეგიძლიათ უარი თქვათ სტაბილურობაზე და თქვენს ოცნებებზე მუშაობა დაიწყოთ! თუ გინდათ ცხოვრებაში რაიმე მკვეთრად შეცვალოთ, მიაღწიოთ იმას, რაც თქვენთვის ნამდვილად ღირებულია — ამისთვის საუკეთესო პერიოდი დგება.




თევზები (19 თებერვალი — 20 მარტი)

ბუნებით მგრძნობიარე და შემოქმედებითი ადამიანები არიან. ასეთი ჰიპერმგრძნობიარობა მათ ხანდახან ეხმარება, ხოლო ხანდახან — პირიქით, ვითარების ადეკვატურად შეფასებაში უშლის ხელს.

2017 წლის მეორე ნახევარი თევზებისთვის ძალზე წარმატებული იქნება მთლიანობაში და, განსაკუთრებით — შემოქმედებითი თვალსაზრისით. კარიერაში, დიდი ალბათობით, დიდი წარმატება გელით.

რაც გჭირდებათ, ეს აზროვნების სტილის შეცვლაა. თუ საქმეს ზედმეტი რეფლექსებისა და სულიერი მღელვარების გარეშე მოეკიდებით, თქვენ წინაშე ყველა არაჩვეულებრივი შესაძლებლობა გაიხსნება

თავად გადაწყვიტეთ, რომ 2017 თქვენთვის ცვლილებების წელი გახდება, ირწმუნეთ საკუთარი თავის!

dle

Загрузка...
loading...
16-09-2017, 17:14
-
---
კომენტარები


რეკლამა
Загрузка...
უცნაური ამბები