Image

(Exlusive) ვინ არის თამო ვაშალომიძის რჩეული - "ქართველი ბიზნესმენია, რომელიც ამერიკაში მოღვაწეობს"

image
loading...

მოდელი თამო ვაშალომიძე საკუთარი ინსტაგრამის გვერდზე ნიშნობის ბეჭდის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც რომანტიკულ გარემოშია გადაღებული. ვისზე თხოვდება მოდელი, ამის გასარკვევად "პრაიმტაიმი" მას დაუკავშირდა, თუმცა ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა. თამო ვაშალომიძის თქმით, მისი რჩეული ამერიკაში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენია, რომელთანაც თავს ბედნიერად გრძნობს.

"ვინაობის თქმას არ ვაპირებ. დრო როცა მოვა ყველა გაიგებს. ჯერ გათხოვებას არ ვაპირებ, ერთი წელიწადი მაინც. კონტრაქტები მაქვს აზერბაიჯანში და ახალი წლების მერე გადაღებები. ამერიკაში ცხოვრობს უკვე ძალიან დიდი ხანია. ქართველი ბიზნესმენია, რომელიც ამერიკაში მოღვაწეობს, ასევე საქართველოშიც აქვს ბიზნესები. ერთად თავს კარგად ვგრძნობთ. ერთმანეთი 3 წლის წინ მეგობრის ჯვრისწერაზე გავიცანით და 3 წელია, რაც ერთად ვართ. გუშინ ისე მოხდა, რომ სიურპრიზი გამიკეთა, რადგან არ ვიცოდი თუ ჩამოდიოდა. ვიცოდი, რომ 25-ში აპირებდა ჩამოსვლას. გუშინ, ყველა ჩემმა მეგობარმა ყავაზე ავიდეთ "ბილტმორში"-ო და რომ მივედით იქ დამხვდა. უკან გუშინვე გაფრინდა. მე რომ თავიდანვე მესაუბრა ჩემს პირადზე, შეიძლება აქამდე პირადი არც მქონოდა და უბრალოდ, გუშინ, ასე მოკლედ ჩავთვალე, რომ საზოგადოებისთვის გამეცნო ადამიანი, რომელთანაც თავს ბედნიერად ვგრძნობ" - ამბობს თამო ვაშალომიძე.

dle
Загрузка...
loading...
13-09-2017, 18:15
-
---
კომენტარები


რეკლამა
Загрузка...
უცნაური ამბები