Image

„მეზობელი მაგიდიდან შემომესმა რუსული გინება საქართველოს პრეზიდენტის მისამართით... მივედი მათ მაგიდასთან და ამოვაყირავე“

image
loading...

საფრანგეთში მცხოვრები ნუგზარ სულაშვილი 2008 წელს მომხდარ ინციდენტს იხსენებს:


"ამ ისტორიას უამრავი მოწმე ჰყავს. მათ შორის საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლები საფრანგეთში, ვინაიდან აღნიშნულ პერიოდში ტრიბუნალში საქართველოს ხელისუფლებას მოვუგე სასამართლო.
მოკლედ მოგიყვებით ისტორიას რომელიც უკვე უამრავმა ადამიანმა იცის:
2008 წლის მიწურულს, ფრანგმა კოლეგებმა რესტორანში დამპატიჟეს. გვერდით მაგიდაზე რამდენიმე სომეხი და აფხაზი მამაკაცი ვახშმობდა.
მეგობრებმა საქართველოს სადღეგრძელო დალიეს და " გაუმარჯოს" შეძახილით შევსვით ღვინო.
რამდენიმე წუთის შემდეგ, მეზობელი მაგიდიდან შემომესმა რუსული გინება საქართველოს პრეზიდენტის მისამართით. ბუნებრივია ამას ჩემს გასაგონად ამბობდნენ.
საშინელი ჩხუბი მოგვივიდა. პოლიციით და ჟანდარმერიით გაივსო რესტორანი. დამნაშავედ მცნეს რადგან პირველი მე წამოვდექი, მივედი მათ მაგიდასთან და ამოვაყირავე.
სასამართლოს თავმჯდომარე გაკვირვებული მეკითხებოდა: პრეზიდენტის გამო იჩხუბე? იმ პრეზიდენტის გამო რომელსაც სასამართლო მოუგე რამდენიმე კვირის წინ? დაუჯერებელია!
დიახ დაუჯერებელია მაგრამ ფაქტია... და ეს არ იყო ჩემი მხრიდან სააკაშვილის გამოქომაგება. ეს იყო ჩემი ქვეყნის ღირსების დაცვა და მნიშვნელობა არ ჰქონდა ვინ იყო პრეზიდენტი, ჩემი პირადი მტერი თუ მოყვარე.
მაინტერესებს, ასე როგორ გძულთ საკუთარი ქვეყნის ღირსება, რომ დღეს სულმოუთქმელად ელოდებით პუტინისა და პრომოშენკოს ნების აღსრულებას? ნუთუ სულ ოდნავი სინდისი მაინც არ გაგაჩნით, რომ სილა შემოგაწნათ და გამოგაფხიზლოთ?!
ივანიშვილზე ნაკლებად არ გამიკრიტიკებია და არც მიგინებია მიშა, მაგრამ დღეს იგივეს გავაკეთებდი ნებისმიერი ქოცისთვის ვისაც იმპერიის რისხვა დაემუქრებოდა.
ვინ გაგზარდათ ასეთი უჯიშო და უჯილაგოები?!
ეს ხომ იგივეა, ოჯახის წევრებზე განაწყენებული მშვიდად ისმენდე როგორ გიგინებენ მათ, ან როგორ უნდოდეთ მათი ფიზიკიური განადგურება?
მაგრამ სამშობლო თქვენისთანებისთვის ოჯახი არ არის!" - წერს სულაშვილი

dle
Загрузка...
loading...
13-09-2017, 12:01
-
---
კომენტარები


რეკლამა
Загрузка...
უცნაური ამბები