Image

94 წლის ნორვეგიელი მილიარდერი, რომლის ავტოფარეხშიც მხოლოდ ერთი მანქანა და ერთი ველოსიპედია

image
loading...

ზოგჯერ გარეგნობა იტყუება: ეს, ერთი შეხედვით მოკრძალებული პენსიონერი ულავ თუნია - ნორვეგიის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი.
ის დიდი ოდენობით კომერციული უძრავი ქონების მფლობელია, მათ შორის, სავაჭრო ცენტრებისა და სასტუმროების. ულავი 94 წლისაა და დღემდე დღეში 10 საათის განმავლობაში მუშაობს.

პარასკევ საღამოს, როდესაც მისი კომპანიის თანამშრომლები დასვენების დღეებისთვის ემზადებიან, ულავი სამსახურში რჩება და შინ წასვლაზე არ ფიქრობს. საერთოდაც, პენსიაზე გასვლას ჯერ კიდევ არ აპირებს.

„ოფისში დილის 7-8 საათზე მოვდივარ, მთელ დღეს შეხვედრებზე ვატარებ და შინისკენ დაახლოებით 6 საათზე მივემართები. 10-საათიანი სამუშაო დღე - ჩემთვის ნორმაა. მუშაობა მიყვარს“.

ულავ თუნი კომპანია Olav Thon Gruppen (OTG)-ის მმართველია, რომელსაც ნორვეგიასა და ქვეყნის გარეთ სავაჭრო ცენტრები და სასტუმროები ეკუთვნის, ასევე აეროპორტი და ქიმიური წარმოება. „არ შემიძლია, ყოველდღე ყველგან ვიყო, მაგრამ კვირა არ გავა, რომ არ ვიცოდე ყოველი ლოკაციის გაყიდვების მდგომარეობის საქმის კურსში არ ვიყო. როდესაც საქმე ინვესტიციებს ეხება, ჩემი „კი“-ს და „არა“-ს გარეშე არაფერი წყდება“, - ამბობს ულავი.
Forbes-ის მილიარდერთა სიაში მოხვედრა სოფლელი ფერმერი ბიჭისთვის, რომელსაც სკოლაც კი არ დაუმთავრებია, სულაც არ არის ცუდი პერსპექტივა.
„მედიცინის შესწავლა მსურდა, მაგრამ 1939 წელს ევროპაში ომი დაიწყო. ჩემმა მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ უმჯობესია შინ დავრჩე. ასე დავრჩი ჰალინგდალში და ვფიქრობდი, რა უნდა მეკეთებინა მომავალში. ამ ადგილებში მელიის ფერმები იყო, ასე რომ, მელიის რამდენიმე ტყავი ავიღე და ოსლოში გავემგზავრე მათ გასაყიდად“.

მოხერხებული ახალგაზრდა წარმატებას ნაბიჯ-ნაბიჯ აღწევდა და უკვე ერთ წელიწადში ულავმა ბეწვეულის საკუთარი ბიზნესი გახსნა ოსლოს გარეუბანში. „საქმეები ისე კარგად მიდიოდა, რომ ოსლოს ცენტრში მომდევნო წელს ფილიალი გავხსენი. 20 წლის ვიყავი, როცა შენობა, რომელშიც ჩემი მაღაზია იყო განთავსებული, გასაყიდად გაიტანეს. მე ის შევიძინე“.
ახლა ამ შენობაში დიდი სავაჭრო ცენტრი Arkaden-ია გახსნილი. ულავმა ამ შენობაში 1,4 მილიონი ნორვეგიული კრონი გადაიხადა, მაგრამ მას მხოლოდ 80 ათასი ჰქონდა, დანარჩენი თანხა ისესხა. „ბანკებისთვის საინტერესო კლიენტი ვიყავი, მუდამ დროულად ვიხდიდი ვალს“, - იხსენებს ულავი.

შესაძლო რისკები მას არ ადარდებდა. ისტორიული ფაკულტეტის სტუდენტმა შესანიშნავად იცოდა, რომ უძრავი ქონების ფასი მუდამ იზრდება. „ავიღოთ, მაგალითად, ფერმები

ჰალინგდალში. 200 წლის წინ მათი ყიდვა სულ რამდენიმე დოლარად იყო შესაძლებელი. ფერმებზე ფასი მუდამ იზრდებოდა. ამიტომ, არასოდეს მიმაჩნდა ჩემი შენაძენი სარისკოდ. ეს ეხება ფიზიკური აქტივების ფლობას“, - ამბობს მილიარდერი.
ულავ თუნი, მილიარდერების უმეტესობისგან თავმდაბლობით გამოირჩევა.
„ფოლქსვაგენს“ ვატარებ, მხოლოდ ერთი ველოსიპედი და თხილამურები მაქვს“. წითელი ნაქსოვი ქუდი, რომლის ტარებაც უყვარს, მისმა ცოლმა სისელმა მოუქსოვა. ქუდს შიდა მხრიდან წერილი და ტელეფონის ნომერი აქვს მიკრული, სადაც წერია, რომ მის მპოვნელს ჯილდოდ 500 ნორვეგიული კრონი ერგება.

„ბიზნესში წარმატების მისაღწევად, ყველაზე მნიშვნელოვანია - ერთდოულად რამდენიმე ბურთით ჟონგლირება იცოდე. როდესაც უძრავი ქონების ახალ ობიექტს ვიძენ, ან ახალ ბაზარში შევდივარ, ყველაფერს ვაკეთებ მისი განვითარებისთვის. არაფერს ვყიდი, რათა რამდენიმე ზედმეტი კრონი ვიშოვო, და არ ვაბანდებ ფულს იქ, სადაც მოგება შესაძლოა ნაკლები იყოს“.
ულავი ბუნებაში დიდ დროს ატარებს. ახლახან ტრეკინგის ასოციაციას შენობა აჩუქა. 2013 წელს საქველმოქმედო ფონდი დააარსა და თავისი კომპანია მის სახელზე გადაწერა. შვილები არ ჰყავს, და უყვარს გამეორება, რომ საიქიოში ფულს თან ვერ წაიღებ, ამიტომ გარდაცვალების შემდეგ, მისი ქონება კეთილ საქმეებს მოხმარდება. ფონდი კომპანიის მმართველობაში იღებს მონაწილეობას, მხარს უჭერს სამეცნიერო კვლევებს მედიცინისა და მეწარმეობის დარგში. ულავი მუდამ ოცნებობდა, ექიმი გამხდარიყო.
„მივიჩნევ, რომ მეცნიერება ძალიან მნიშვნელოვანი დარგია. მედიცინის შესწავლაზე ვოცნებობდი, მაგრამ ექიმი რომ გავმხდარიყავი, ალბათ, პრაქტიკით არ დავკავდებოდი. საავადმყოფოს ავაშენებდი“.

იხილეთ ვრცლად: bpn.ge - ზე
dle

აიღე სესხი სახლიდან გაუსვლელად 10 წუთში, 1 თეთრის გადარიცხვის გარეშე...
Загрузка...
loading...
13-09-2017, 10:48
-
---
კომენტარები


რეკლამა
Загрузка...
უცნაური ამბები