Image

სასწრაგოდ!!! რუსეთის სკოლებსა და ადმინისტრაციულ შენობებში მასობრივი ევაკუაცია ხორციელდება

image
loading...

რუსეთის ქალაქ პერმში ყველა სკოლაში შეწყდა სწავლა მას შემდეგ, რაც სასწავლო დაწესებულებებში ანონიმმა დარეკა და შენობებში ნაღმის არსებობის შესახებ აცნობა.
ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერფაქსი“ პერმის მერიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„უსაფრთხოების მიზნით პერმის ყველა სკოლაში შეწყდა სწავლა“, – განაცხადა სააგენტოს რესპონდენტმა. ოპერატიული სპეცსამსახურები და როსგვარდია შენობებში ნაღმებს ძაღლების დახმარებით ეძებენ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ევაკუაცია, სულ ცოტა, 10 სკოლაში, პერმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რამდენიმე სავაჭრო ცენტრში, ავტოსადგურის შენობასა და რკინიგზის ვაგზალზე განხორციელდა.

შენობების დანაღმვის შესახებ ანონიმური ზარები შევიდა, ასევე, ჩელიაბინსკში, უფაში, ომსკსა და ვლადივოსტოკში.

იხილეთ ვრცლად pia.ge
dle
Загрузка...
loading...
13-09-2017, 10:24
-
---
კომენტარები


რეკლამა
Загрузка...
უცნაური ამბები