Image

"უკრაინიდან ჩვენ დავბრუნდით საქართველოში" - რას წერს სანდრა რულოვსი სოციალურ ქსელში

image
loading...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის მეუღლე, სანდრა რულოვსი სოციალურ ქსელში წერს, თუ როგორ ამაყობს, რომ მთელი ამ პროცესის განმავლობაში ის და ნიკოლოზი სააკაშვილის გვერდით იყვნენ.
"უკრაინიდან ჩვენ დავბრუნდით საქართველოში, ნიკოლოზი სკოლაშია და მე სამსახურში. ყველა გვილოცავს მიშას უკრაინაში წარმატებულ დაბრუნებას და როგორც ჩანს ყველა საკმაოდ ღელავდა და დღესაც ღელავს მისთვის!
ნიკოლოზი და მე ვამაყობთ, რომ მიშასთან ერთად ვიყავით მთელი ამ პროცესის განმავლობაში გარდა იმ საკმაოდ დაძაბულ მომენტისა, როცა საზღვარი გადაიკვეთა. ჩვენ რამდენიმე საათის შემდეგ, ტრანსპორტის საშუალებით და მშვიდ ვითარებაში, შევედით უკრაინაში შეჰინის საზღვრიდან და გუშინ საღამოს ბორისპოლის აეროპორტიდან გამოვედით, რასაც ადასტურებს ბეჭედები ჩვენს პასპორტებში", - წერს სანდრა რულოვსი და ფოტოს აქვეყნებს.

dle

აიღე სესხი სახლიდან გაუსვლელად 10 წუთში, 1 თეთრის გადარიცხვის გარეშე...
Загрузка...
loading...
12-09-2017, 20:56
-
---
კომენტარები


რეკლამა
Загрузка...
უცნაური ამბები