Image

სასწრაფოდ!!! რუსეთი საქართველოს მოქალაქეებს ციმბირში გადასახლებას სთავაზობს

image
loading...

რუსეთის ომსკის ოლქის შრომისა და სოციალური განვითარების სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს პროგრამა „თანამემამულეებში“ ჩართვასა და მუდმივად საცხოვრებლად ციმბირში გადასახლებას სთავაზობს.
სამინისტროს წარმომადგენლებმა საქართველოს მაცხოვრებლებისთვის პროგრამის პრეზენტაცია ვიდეოხიდის მეშეობით გამართეს, რომელშიც თბილისიდან საქართველოში რუსეთის სექციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. ღონოსძიების მსვლელობისას მხარეებმა რუსეთის ხსენებულ სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის, რუსეთის ხსენებულ რეგიონში კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეყვანისას გათვალისწინებული საბაჟო შეღავათების, საქართველოს ყოფილი მოქალაქეებისთვის პენსიების გადახდისა და სხვა საკითხები განიხილეს.
პროგრამაში ჩართვის მსურველებს სთავაზობენ ერთჯერად დახმარებას 8,5 ათასი რუბლის (დაახლოებით 148$) ოდენობით, ხოლო ოჯახის ყველა წევრს – 4,5 ათასი რუბლის (დაახლოებით 78 $) ოდენობით. მრავალშვილიან ოჯახებს ბინის ქირის ხარჯებს აუნაზრაურებენ. მათთვის ასევე უფასოდ გაიცემა სამედიცინო დასკვნა რეგიონში ბინადრობის უფლების დამადასტურებელი საბუთის გაცემისას.
უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების რუსეთში ნებაყოფლობით გადასახლების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა 2006 წლიდან მოქმედებს. 2009 წლიდან ამ პროგრამის ფარგლებში ომსკის ოლქში 28,6 ათასი ადამიანი გადასახლდა, მათ შორის 2017 წლის დასაწყისიდან – 2,8 ათასი, – იუწყება „სპუტნიკ საქართველო“

dle
Загрузка...
loading...
12-09-2017, 11:05
-
---
კომენტარები


რეკლამა
Загрузка...
უცნაური ამბები