Image

სამტრედიაში 17 წლის ახალგაზრდა დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა - "გული მტკივა..."

image
loading...

სამტრედიაში, მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 17 წლის ახალგაზრდა დაიღუპა. შემთხვევა მიტოვებულ ვაგონთან მოხდა.
როგორც ცნობილია, 17 წლის ახალგაზრდა ვაგონზე ავიდა, სადაც მაღალი ძაბვა გადიოდა. დენის დარტყმის შედეგად ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს სადაც 9 დღე კომაში იყო და გარდაიცვალა.

გარდაცვლილის ახლობლები ამბობენ, რომ ადგილზე, სადაც მსგავსი საშიშროებაა, არავითარი გამაფრთხილებელი ნიშანი არის განთავსებული.

"მიტოვებულ ვაგონთან რატომ არ არის გამაფრთხილებელი ნიშანი და შემოსაზღვრული, რომ იქ არავინ გაიაროს? მაინცდამაინც უბედურება უნდა დატრიალდეს და მერე "იღვიძებენ"თავის მართლებით. არავინ იღებს პასუხისმგებლობას. სამტრედია არაა მაინცდამაინც აქტიური ქალაქი, მაგრამ როცა ჯართები გზაზე ყრია, ხომ შეიძლება ელემენტარულად იქ ნიშანი დაკიდო!!!რომ ყოფილიყო, ხომ არ მივიდოდა და ეს უბედურებაც არ დატრიალდებოდა. სულ ფეხზე ჰკიდიათ. მთავარია, თვითონ იყვნენ კარგად," - ამბობენ გარდაცვლილის ახლობლები.

სრული ვერსიის ნახვა topnews.com.ge
dle
Загрузка...
loading...
11-09-2017, 11:03
-
---
კომენტარები


რეკლამა
Загрузка...
უცნაური ამბები