Image

თამრიკო ჭოხონელიძე მაია ასათიანზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს - „ავად ვართ აბა რა!!! წადით,თქვენს საქმეს მიხედეეეეეეეთ!!!!“

image
loading...

თამარ ჭოხონელიძე მაია ასათიანის გუშინ გამოქვეყნებულ სტატუსს სოციალური ქსელით ეხმაურება.

„აღარ უნდა დამთავრდეს სხვის ცხოვრებაში ასე უნამუსოდ ჩარევები?! მოასვენეთ ეს ადამიანი!!! დატოვეთ მის ტკივილთან მარტო!!! ვინ ხართ?! რა ხალხი ხართ?! დაავადდა ერი! ერთი ადამიანიც კი თუ გამოერია ისეთი, რომელიც თავს უფლებას აძლევს ასე ჩაერიოს სხვის ცხოვრებაში-თან ასეთი ტრაგიკული ადამიანის ცხოვრებაში, საჯაროდ გაკიცხოს და „ასწავლოს" როგორ უნდა იცხოვროს ავად ვართ აბა რა!!!წადით,თქვენს საქმეს მიხედეეეეეეეთ!!!! მაგრამ რა საქმეს უნდა მიხედოთ რაც არ გაქვთ!!! სიძულვილს მაინც მოერიდეთ და გაჩუმდით!!!...თორემ სიყვარულით რომ ვერ დაამარცხებთ თქვენს სენს ეს ფაქტია!!!

გუშინ, თოქ შოუს „პროფილის“ წამყვანმა, მაია ასათიანმა საზოგადოებას მიმართა.

,,თავიდან მეგონა მარილიანი რომ იყო იმიტომ მოსწონდა, მერე მივხვდი...რა შუაშია ცრემლს რომ მარილის გემო აქვს..,მოდის , თათებს მუხლებზე მიწყობს, სახე სახესთან მოაქვს და ცრემლების ლოკვას იწყებს. ასეთს მხოლოდ ეს პატარა მგელი მხედავს, ნუცას მგელი! სხვას ასეთი-არავის დავენახები-დაცემული! ასე ვუთხარი ჩემს თავს- რომ ყოველი დილა უნდა დაღამდეს და ყველა დღე, რომელიც ჩემს შვილთან შეხვედრამდე დამრჩა უნდა ვიცხოვრო, როგორც ცოცხალმა! ჰოდა ნუ გიკვირთ!
არაფრით მესმის, რატომ უნდა საზოგადოების ნაწილს, უბედურებისგან გონგადასული, საფლავზე დაცემული მნახოს! ამას ვერავინ ნახავს-ვერასდროს!

შვილმკვდარ დედებს ძალიან მძიმე, შავი აურა აქვთ. მოდიან და უბედურებას ასხივებენ. მე არ მინდა ვიყო ასეთი!
ნუ გიკვირთ -ცხოვრებას რომ ვაგრძელებ! ნუ გიკვირთ აქ ჩემს ცოცხალ ფოტოებს რომ ნახულობთ, ნუ ჭორაობთ ჩემს ზურგს უკან- რა ჭირს მაიას- რატომ იცინის...
ახლა ნუცა მეტყოდა, კარგი რა დედა, რატომ აკეთებ განმარტებებს.
ამიტომ თუ ასე ძალიან გინდათ- გეტყვით-დიახ- როცა მარტო ვრჩები-მგელივით ყმუილი მინდება ხოლმე ! მაგრამ ამას ვერავინ ხედავს . იმ პატარა არსების გარდა ნუცამ რომ დამიტოვა... თვითონაც მგელია და და იცის...
არადა მეგონა ცრემლი მარილიანი რომაა- იმიტომ არ მშორდება ხოლმე ტირილის დროს..." - მაია ასათიანი.

dle
Загрузка...
loading...
10-09-2017, 12:12
-
---
კომენტარები


რეკლამა
Загрузка...
უცნაური ამბები