Image

ჩვენი დროის სასწაული საბერძნეთში - წმინდა მამა, რომელიც გარდაცვალების შემდეგ ტაძარში ლოცვებს აღავლენდა

image
loading...

საბერძნეთის ეკლესიის წმინდანი, მიტროპოლიტი ნექტარიოსი 1920 წელს გარდაიცვალა. მის სახელთანაა დაკავშირებული უამრავი სასწაული. წმიდა ნექტარიოსმა მონასტერში 12 წელი დაჰყო. უფალმა ინება, რომ იგი ამ ქვეყნიდან შედარებით ადრე წასულიყო. მეუფის სული ზეცისკენ, ცათა სასუფევლისკენ ისწრაფოდა.
1920 წელს მეუფე ნექტარიოსი მძიმედ დაავადდა. საშინელი ტკივილები აწუხებდა, მაგარამ არავის უმხელდა. მან, ვინც სხვებს ლოცვით კურნავდა, საკუთარ თავს ვერ უშველა. ასეთი იყო ღვთის ნება.

წმინდა მამა რამდენჯერმე მივიდა ეკლესიაში და წირვა აღავლინა. ეს არის დაუჯერებელი ამბავი, თუმცა ადგილობრივები და სასულიერო პირები ამტკიცებენ, რომ ეს ყველაფერი ნამდვილად მოხდა.

ერთი ასეთი შემთხვევა ეგინაზე მსახურ პოლიციელს უკავშირდება. ის წმიდა ნექტარიოსს პირადად იცნობდა. მეუფე ხშირად ეუბნებოდა, ეკლესიაში ევლო, აღსარება ჩაებარებინა და ზიარება მიეღო, მაგრამ იგი მის რჩევებს ყურს არ უგდებდა. შემდეგ იგი სამუშაოდ მაკედონიაში გადაიყვანეს, თორმეტი წლის შემდეგ დაბრუნდა ეგინაზე და ნავსადგურში წმიდა ნექტარიოსს შეხვდა. იმ დროისთვის მეუფე უკვე გარდაცვლილი იყო, მაგრამ პოლიციელმა ამის შესახებ არაფერი იცოდა. ხვდება მას ბერი და ეუბნება:

– ეკლესიაში იარე, ზიარება არ დაგავიწყდეს.

პოლიციელი, როგორც ყო­ველთვის, დაჰპირდა და წავიდა. შემდეგ იქვე, პორტის კაფეში, საუბარი გააბა:

– ახლახანს მოძღვარი შემხვდა. რა დიდხანს ცოცხლობს!

– რომელი მოძღვარი? – ეკითხებიან მეგობრები.

– ნექტარიოსი, – პასუხობს პოლიციელი.

– ის სამი წლის წინ გარდაიცვალა!

– რას ამბობ, სწორედ ახლა გზად შემხვდა და როგორც ყოველთვის, ეკლესიაში სიარული მირჩია! მეგობრები გაოგნდნენ, პოლიციელი კი მაშინვე მონასტერში, მეუფის წმინდა ნაწილების თაყვანისსაცემლად გაემართა.


ჩვენი დროის სასწაული 2001 წელს, აღდგომის დღესასწაულზე მოხდა. მთიანი სოფელი ეგინი მოძღვრის გარეშე დარჩა. ადგილობრივებმა წერილი მისწერეს მღვდელმთავარს და მოძღვრის მოვლინება სთხოვეს.

მღვდელმთავარმა სხდომაზე ვერცერთი მოძღვარი ვერ დაითანხმა და უარი განაცხადეს. მერე სხვა საკითხზე გადავიდნენ და წერილი დარჩა მაგიდის კუთხეში.

აღდგომა დადგა, სოფელი განსაკუთრებულად ემზადებოდა დიდი დღესასწაულისთვის. სწორედ ამ დროს სოფელში მოძღვარი გამოჩნდა, რომელმაც რიტუალი ისეთი წირვით ჩაატარა, რომ ტაძარში ისეთებიც მივიდნენ, ვინც ეკლესიასში საერთოდ არ დადიოდა.

აღდგომიდან გავიდა რამდენიმე ხანი. მთავარეპისკოპოსთან მორიგი თათბირი კვლავ შედგა და სოფლის მცხოვრებთა წერილი ისევ მაგიდაზე იდო, სადაც ისინი მადლობას უხდიდნენ ასეთი კარგი მოძღვრის გამოგზავნისთვის.


ეპისკოპოსს გაუკვირდა და მოძღვრებს ჰკითხა თუ რომელი იყო იმ სოფელში აღდგომას ჩასული, მაგრამ ყველამ უარი განაცხადა. მიტროპოლიტი ცნობისმოყვარეობამ შეიპყრო და გადაწყვიტა, მრავალი წლის შემდეგ, პირველად სოფელში წასულიყო.

საბერძნეთში მამაოები, როგორც წესი, ჟურნალში აკეთებენ ჩანაწერს, თუ რომელი მამაო წირავს კონკრეტულ ტაძარში. მთავარეპისკოპოსმა ტაძარში შესვლისას, პირველი სწორედ ეს ჟურნალი მოიძია და თითის გაყოლებით ჩაიკითხა. მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, ჟურნალში ლამაზი ხელით ეწერა - ნექტარიოსი, პენტაპოლელი მიტროპოლიტი. მთავარეპისკოპოსს ჟურნალი ხელიდან გაუვარდა და მუხლებზე დაეცა.

1920 წელს გარდაცვლილი ნექტარიოსი, რომელიც 2001 წელს მრევლს გამოეცხადა, მთელი კვირა უფლის სადიდებელ ლოცვებს აღავლენდა. მხოლოდ მაშინ მიხვდნენ ადგილობრივები, რატომ ივსებოდა მათი გულები არამიწიერი სიხარულით, რატომ არ უნდოდათ ჭამა, ძილი და ამ მოძღვართან ერთად მხურვალე ცრემლებით ლოცულობდნენ. წმინდა ნექტარიოსის ხატი იმ ტაძარში საპატიო ადგილას იდგა, მაგრამ იმ ერთი კვირის განმავლობაში უჩინარი გახდა და არც ერთ იქ მყოფს აზრადაც არ მოსვლია, რომ ახალი მამაო ძალიან ჰგავს მათ წმინდანს.

dle

აიღე სესხი სახლიდან გაუსვლელად 10 წუთში, 1 თეთრის გადარიცხვის გარეშე...
Загрузка...
loading...
10-09-2017, 10:58
-
---
კომენტარები


რეკლამა
Загрузка...
უცნაური ამბები