Image

პატიება ვერ შეძლო, მაგრამ მისი სიყვარული სიცოცხლის ბოლომდის შეინახა... - ლეგენდარული სესილია თაყაიშვილის პირადი ცხოვრება

image
loading...

სესილა სიამაყით ამბობდა, - მეორე სართულიდან გადმოვუყარე ჩემოდნებიო. პატიება ვერ შეძლო, მაგრამ მისი სიყვარული სიცოცხლის ბოლომდის შეინახა და უკანსკნელ გზაზეც ღირსეულად გააცილა.
სესილია თაყაიშვილი დაიბადა 1906 წლის 17 სექტემბერს ბათუმში. მამა-დიმიტრი თაყაიშვილი თეატრისა და პოეზიის მოტრფიალე, თვითონაც წერდა იუმორისტულ ლექსებს.


სესილია ბავშვობიდანვე ეზიარა თეატრალურ ხელოვნებას. შალვა დადიანის "მოგზაური დასის" ერთ-ერთმა მსახიობმა ელ. ანდრონიკაშვილმა განიზრახა საშინაო წარმოდგენების დადგმა ბავშვებისათვის. წარმოდგენას ეწოდებოდა "ყვავილთა შორის". სპექტაკლში სესილია ყვავილის და ანგელოზის როლს თამაშობდა. ასე დაიწყო სესილიას თეატრალური ცხოვრების დიდი გზა. მშობლები მიხვდნენ, რომ სესილია მსახიობობის გარდა, სხვა არაფერზე იფიქრებდა, ამიტომაც ხელს უწყობდნენ. 8 წლის იყო, როცა ოჯახი თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. 16 წლისამ ფაღავას სამსახიობო სტუდიაში ჩააბარა და სასწავლებლის დამთავრებისთანავე რუსთაველის თეატრში დაიწყო მუშაობა. ჯერ კიდევ სწავლის პერიოდში სტუდენტებს სახელგანთქმული სტანისლავსკი ესტუმრა. ყველა შეეცადა, თავი მოეწონებინა მისთვის, მაგრამ მან ამდენ ახალგაზრდაში რატომღაც სესილია ამოარჩია, რომელმაც ხნიერი ქალის როლი შეასრულა. სტანისლავსკი ადგა, გოგონას მიუახლოვდა და თავზე ხელი გადაუსვა. ეს ათას ეპითეტსა და კომპლიმენტზე მეტს ნიშნავდა. იმ დღეებში სესილია მართლაც უბედნიერესი იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, თავი სტანისლავსკის მიმდევრად არასოდეს ჩაუთვლია.. იგი მასწავლებლებად ახმეტელსა და მარჯანიშვილს მიიჩნევდა.

სტუდიის დამთავრებისთანავე ჩაირიცხა რუსთაველის თეატრის დასში, სადაც 1930 წლამდე მუშაობდა. 1930-66 წლებში სესილია მოღვაწეობდა მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. სესილია თაყაიშვილი იყო გარდასახვის უბადლო ნიჭით დაჯილდოებული, ფართო შემოქმედებითი დიაპაზონის მსახიობი. ქმნიდა რთულ, ერთმანეთის საწინააღმდეგო ხასიათებს. საოცარი იუმორით გამოირჩეოდა.

მის მიერ განსახიერებული 120-მდე როლიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია: "ქრისტინე", ნინოშვილის გურია; "ოლღა" "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"; "ოგუდალოვა" "უმზითვო"; კატარინა "ჭირვეული ცოლის მორჯულება"; "ელისაბედ დედოფალი" "მარიამ სტიუარტი" და მრავალი სხვა.

დიდია მისი ღვაწლი ქართულ კინემატოგრაფიაში, კინოში მის მიერ განსახიერებული მნიშვნელოვანი როლებია: მანანა "ჭირვეული მეზობლები;" ვასასი "ჩვენი ეზო"; ელპიტე "საბუდარელი ჭაბუკი";" ოლღა "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"; ბორდოხანი "დიდოსტატის მარჯვენა";"მარადია "ნატვრის ხე";" ასინეთა "დათა თუთაშხია"; ბუღალტერი "ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი"...

ამაყი და მიუკარებელი, მკაცრი, მაგრამ ყველასათვის სათნო, მანანასა და ზურიკელას ბებია, უყარდათ არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც ფრანგმა რეჟისორმა ჟან დაკანტმა როცა სესილია თაყაიშვილი "მე, ბებია, ილიკო და ილარიონში" იხილა, თქვა: "ეს თქვენი კი არა, ჩემი ბებიაა, რომელიც ახლა პროვინციაში ცხოვრობსო".

სესილია თაყაიშვილს არ უყვარდა თავისი თავის ხილვა ფილმებში და გადაღებებზეც დისკომფორტს განიცდიდა: - "არ მიყვარს კინოაპარატი, იგი თავიდანვე მაშინებს, მთელი ფიქრი და გრძნობა მასთან არის დაკავშირებული, მაგრამ მერე დრამატურგიული სახე ნთქავს ყოველივეს და ერთადერთი ამოცანა, - მოვატყუო, გამოვთიშო ჩემი შეგნებიდან ეს აპარატი - მთლიანად მიპყრობს. როგორც კი არ ვგრძნობ ხოლმე აპარატს, მუშაობა გაცილებით მიადვილდება".

ერთ-ერთ თავის უკანასკნელ ინტერვიუში მსახიობი ამბობდა: "არ მიყვარს ჩემი თავი ეკრანზე, რადგან ვიცი, რაც გაკეთებულია, ვერ დააბრუნებ, ვერ გაასწორებ და არ მინდა კიდევ ერთხელ დავრწმუნდე, რომ შეიძლებოდა გაცილებით უკეთ მეთამაშა".

სესილია თაყაისვილს 1950 წელს საქართველოს სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა, 1966 წელს სსრკ სახალხო არტისტი გახდა. დაჯილდოებული იყო ლენინის, შრომის წითელი დროშის ორდენებით. 1982 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. 1983 წელს ბოლო წლებში შექმნილი მხატვრული სახეებისათვის მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია.

სესილიას მეუღლე გახლდათ მსახიობი ვასო გოძიაშვილი, რომლისგანაც შეეძინა ერთადერთი შვილი - დათო. ისინი რამდენიმე წელიწადში დაშორდნენ, მაგრამ საზოგადოების ყურადღება მაინც მათკენ იყო მიმართული. ვასომ სესილიას შემდეგ მეორე ოჯახი შექმნა, სესილია კი აღარ გათხოვილა და ამიტომაც ხალხმა უცებ შექმნა ლეგენდა სესილიას ერთგულებასა და გაუცვეთელ სიყვარულზე. თაყაიშვილს არ უყვარდა პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი, სამსახიობო კარიერაზეც თავს არიდებდა ინტერვიუებს.

სესილა სიამაყით ამბობდა, - მეორე სართულიდან გადმოვუყარე ჩემოდნებიო. პატიება ვერ შეძლო, მაგრამ მისი სიყვარული სიცოცხლის ბოლომდის შეინახა და უკანსკნელ გზაზეც ღირსეულად გააცილა.

სესილიას არ უყვარდა ხალხის შეწუხება, იცხოვრა ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებით და ამ ქვეყნიდან მიმავალმა ანდერძად დატოვა: ვთხოვ, ჩემიანს ყველას, შემისრულონ ეს თხოვნა. არავითარ შემთხვევაში თეატრში არ გადამიყვანონ, ჩემი არ გადაყვანით შეწყდება თეატრში ხშირი სიკვდილი. მერწმუნეთ, არავითარ შემთხვევაში, მუხმოდრეკილი გეხვეწებით, დიდუბე არ მიყვარს და გთხოვთ, ნუ გამოძებნით ჩემთვის ადგილს, საბურთალოში თუ შეიძლება. რა საჭიროა საპატიო ყარაული. ნუ დაღლით ხალხს. არავითარი სიტყვები: ვიყავი, ვშრომობდი და დასრულდა ჩემი ცხოვრება. იმედია, ასე მშვიდად და წყნარად მიაბარებთ ჩემს ნეშტს ცივ მიწას."

სესილია თაყაიშვილი გარდაიცვალა 1984 წლის მაისში. დაკრძალულია საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

წყარო: kvirispalitra.ge
dle

აიღე სესხი სახლიდან გაუსვლელად 10 წუთში, 1 თეთრის გადარიცხვის გარეშე...
Загрузка...
loading...
10-09-2017, 10:10
-
---
კომენტარები


რეკლამა
Загрузка...
უცნაური ამბები