Image

"ბავშვს ფეხებზე ფლომასტერს ვუსვამ, რომ დედამისი იძულებული გახდეს და დაბანოს..."

image
loading...

რამდენიმე დღის წინ პორტალ mshoblebi.ge-ზე გამოქვეყნდდა სტატია, სადაც ძიძას სურვილი გაუჩნდა თავის გულისტკივილი მკითხველისთვის გაეზიარებინა. სტატიას გამოემხაურა კაცი, რომლის წერილსაც უცვლელად გთავაზობთ:
"მშობელი არ ვარ, სხვათა შორის, არც ქალი, მაგრამ ერთი ძიძის პოსტი წავიკითხე თქვენს საიტზე და მოწერისგან თავი ვეღარ შევიკავე. ძიძა იმ დედებზე წერდა, ჩასვრილი ბავშვი რომ მიჰყავდათ სახლიდან ბაღში. კომენტარებში წედრნენ, მოგონილია, ეგეთი დედა არ არსებობსო... ჰოდა მომისმინეთ: ცოლ-შვილი არ მყავს, სამაგიეროდ ძმიშვილები მყავს. ძმის ოჯახთან ერთად ვცხოვრობ. ძალიან მიყვარს ბავშვები და ძმიშვილებზე ვგიჟდები, არც ჩემს რძალს ვერჩი რამეს, მშვენიერი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ...

შუათანა ძმიშვილი 3 წლისაა, გოგოა და ისევ პამპერსი აცვია. დიახ, მთელი ზაფხული, 40 გრადუს სიცხეში მთელი დღე პამპერსით დადის. დედას არ სცალია, რომ დროულად დასვას ქოთანზე ან ჩასვრილი სამოსი რეცხოს, ამიტომ ურჩევნია პამპერსით ატაროს. ეცვას, მერე რა, მაგრამ გამოცვალაც არ უნდა? მგონი დღეში ერთხელ უცვლიან. დაბანით კი საერთოდ როდის ბანენ, არ ვიცი. რამდენიმე დღე არის ბავშვი დაუბანელი. რამდენჯერ მომისმენია, პამპერსზე ხელმოკიდებულს უთქვამს, მეწვისო... რა ვქნა, ქალი რომ ვიყო, ვინ დამასწრებდა, მაგრამ მერიდება, მე რომ დავბანო, შეიძლება დედამისს ეწყინოს. იცით, რა გამოსავალი ვნახე? ფლომასტრით ვუჩხაპნი ხოლმე ფეხებს ან ნახშირით, და დედამისი მერე იძულებული ხდება, ჩაბანოს... ადვილი წარმოსადგენია, რომ ასეთი ქალი არც სადილზე შეიწუხებს თავს და არც ჰიგიენაზე. გამოცვლილი საფენები და საჭმლის ნარჩენები აქა-იქ ყრია, სანამ მე არ შევწუხდები და არ ავიღებ. რამდენჯერმე დაველაპარაკე ჩემს ძმას, იქნებ დასვა და აუხსნა, რომ ასე არ შეიძლება-თქო, მაგრამ შედეგი არაა... ასე რომ, ნუ იტყვით, ბევრნაირი და ყველანაირი დედა არსებობს, ისევე, როგორც ქალი და ზოგადად - ადამიანია სხვადასხვანაირი. და თუ ჰიგიენის, პასუხისმგებლობის და ვალდებულებების განცდა არ გაქვს, ეს ვერც შვილებთან გექნება...".

dle
Загрузка...
loading...
9-09-2017, 13:50
-
---
კომენტარები


რეკლამა
Загрузка...
უცნაური ამბები