Image

„მზად ვარ რუსეთის წინააღმდეგ წავიდე!“ - კადიროვი რუსეთს უპირისპირდება?!

image
loading...

ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი მიანმარში მუსლიმების წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო მოქმედებებს მხარს დაუჭერს, მის პოზიციას აღარ გაიზიარებს. ამის შესახებ კადიროვმა თავის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მიმართვაში ისაუბრა.

მიანმარში კონფლიქტი 25 აგვისტოს „მუსლიმი-როჰინჯების" მიერ პოლიციაზე განხორციელებული თავდასხმით დაიწყო და 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მას შემდეგ, იქ 100-მდე შეტაკება მოხდა, 370 უკანონო მებრძოლი გაანეიტრალეს, რასაც შეიარაღებული ძალების 15 სამხედრო მოსამსახურე შეეწირა.

კადიროვის თქმით, „თუ იმ შაითანებს რუსეთი მხარს დაუჭერს, მზად ვარ, მის წინააღმდეგაც წავიდე, რადგან მე ამ საკითხზე ჩემებური ხედვა და პოზიცია მაქვს", - ამბობს კადიროვი თავის მიმართვაში, სადაც იმედი გამოთქვა, რომ ამ მასობრივ მკვლელობაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

კადიროვის თქმით, მას სოციალურ ქსელში არაერთხელ დაუკავშირდნენ და მიანმარში სამხედრო ძალების გადასროლა სთხოვეს, თუმცა, მისივე თქმით, "ადამიანები, რომლებიც ამას წერენ, გეოგრაფიას უკეთ უნდა გაეცნონ, რათა გაიგონ, სად მდებარეობს ეს სახელმწიფო და ვინ ჰყავს მეზობლად... იქ შეიარაღებული ძალების გადაგზავნა შეუძლებელია, რადგან ეს სახელმწიფო პრეროგატივაა. შესაძლებლობა რომ მქონდეს, მიანმარზე ატომური ბომბებით მივიტანდი იერიშს და უბრალოდ, გავანადგურებდი მათ, ვინც ბავშვებს, ქალებსა და მოხუცებს ხოცავს...", - ამბობს კადიროვი.

ჩეჩნეთის ლიდერის თქმით, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი იქ არსებული ვითარების განხილვის ინიციატივით გამოვიდა. "მან მეზობელ ქვეყნებს სთხოვა, გაუხსნან დერეფანი, რათა იქ შევიდეს და იქაურ მუსლიმებს დაეხმაროს. ჩვენი წარმომადგენლები უკვე მიდიან იქ, რათა ადგილზე ნახონ სიტუაცია და დაეხმარონ მათ... ასევე ვმუშაობთ ადგილობრივ ბუდისტებთან, რათა რაიმე გამოსავალი ვიპოვოთ", - ამბობს კადიროვი, რომელიც გაეროს მოუწოდებს, არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით შესაბამისი ზომები მიიღოს.

რამდენიმე დღის წინ გროზნოში, მიანმელი მუსლიმების მხარდასაჭერად მრავალათასიანი აქცია გაიმართა. სოლიდარობის აქცია მოსკოვში მცხოვრებმა ჩეჩნებმაც ჩეჩნეთის საელჩოსთან გამართეს, თუმცა, ადგილობრივ მედიას არც ის და არც მიანმარში მიმდინარე პროცესები არ გაუშუქებია, რის გამოც კადიროვის გულისწყრომა გამოწვიეს.

„როგორც კი ევროპაში მკვლელობა ან აფეთქება ხდება, ჩვენი მედიასაშუალებები დეტალურად აშუქებენ. თუმცა, როდესაც დღეში რამდენიმე ათასი ადამიანი დახოცეს, ყველა დუმს," - ამბობს აღშფოთებული კადიროვი.

შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად, მიანმარი უკვე 400 ათასზე მეტმა მუსლიმმა დატოვა. მიანმარის მკვიდრი მოსახლეობა ბუდიზმის მიმდევარია. ისინი მიიჩნევენ, რომ „მუსლიმ-როჰინჯები" XIX საუკუნეში, ბრიტანელი კოლონიალისტების მიერ ჩასახლებული არალეგალი მიგრანტები არიან, რომლებიც თავს აბორიგენებს უწოდებენ.

ადგილობრივი მოსახლეობის რადიკალურად განწყობილი ნაწილი სხვადასხვა მიზეზების გამო, უკვე წლებია ბანგლადეშიდან წამოსული „არალეგალი მიგრანტების", კონკრეტულად კი მუსლიმი მიგრანტების ქვეყნიდან გაძევებას ითხოვს.

თავის მხრივ, როჰინჯა ეთნიკური ჯგუფია, რომლებიც მიანმარის შტატ რაკჰაინში ცხოვრობენ და თავს ტერიტორიის მკვიდრად მიიჩნევენ. ისტორიკოსების თქმით, როჰინჯები ბრიტანული კოლონიალიზმის პერიოდში ბანგლადეშიდან ჩამოასახლეს, სხვები კი მიიჩნევენ, რომ ისინი მართლაც აბორიგენები არიან... dle
Загрузка...
loading...
9-09-2017, 12:59
-
---
კომენტარები


რეკლამა
Загрузка...
უცნაური ამბები