Image

„საჰაერო ტაქსები“ საქართველოში ნოემბრიდან იფრენს - რა იქნება მისი ღირებულება და სად იფრნენ?

image
loading...

ნოემბრიდან საქართველოში "საჰაერო ტაქსები" იფრენს. ამ ეტაპზე კომპანია ფრენებისთვის ლიცენზიას ელოდება, რის შემდეგაც სხვადასხვა მიმართულებით ფრენებს დაიწყებს.
კომპანია "აჭარა ჯგუფის" მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების დირექტორი ოთო ბერიშვილი კი აცხადებს, რომ კომპანიას ამერიკიდან უკვე აქვს შეძენილი რვაადგილიანი ე.წ. Beechcraft და აპარატებს სამომავლოდ მოთხოვნის შესაბამისად დაამატებს.

ოთო ბერიშვილის თქმით, მსგავს მომსახურებაზე მოთხოვნა არსებობს, თუმცა, მიწოდების გარეშე, ის ვერ გაიზრდება, ამიტომ კომპანიაში იმედოვნებენ, რომ მოთხოვნა "საჰაერო ტაქსებზე“ დროთა განმავლობაში მოიმატებს.

საჰაერო ტაქსი პირველ ეტაპზე ყაზბეგის, ბათუმის, სვანეთის და სხვა მიმათულებით იფრენს, იქ, სადაც აეროდრომები არსებობს. მსგავსი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ჯგუფი სამომავლოდ თავადვე იზრუნებს, თუმცა, ამ ეტაპზე დეტალების გახმაურებისგან "აჭარა ჯგუფი" თავს იკავებს.

dle
Загрузка...
loading...
9-09-2017, 11:17
-
---
კომენტარები


რეკლამა
Загрузка...
უცნაური ამბები