Image

ცნობილი ქალები, ვის გამოც ოჯახები დაანგრიეს

image
loading...

თამრიკო ჭოხონელიძემ არც მეგობარს აპატია ღალატი და არც ქმარს...
როცა ორი ადამიანი ოჯახის შექმნას გადაწყვეტს ჰგონიათ, რომ სიყვარული უსასრულოა, მაგრამ ცხოვრებაში ხშირად დგება მომენტი, როცა ოჯახები ხან წყვილის შეუთავსებლობის, ხან კიდევ ღალატის გამო ინგრევა.
მესამე პირის გამო და მესამე პირის მიერ, ბევრი ოჯახი დანგრეულა, მათ შორის არიან ცნობილი ადამიანებიც. „რეიტინგი“ იმ პოპულარული ქალების შესახებ გიამბობთ, რომლებმაც გავრცელებული ინფორმაციით, სხვისი ოჯახები დაანგრიეს.


ნანუკა ჟორჟოლიანი

ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის და გენერალ ერეკლე კოდუას „ლავ სთორის“ შესახებ, წლების წინ მთელი თბილისი ალაპარაკდა. კოდუამ ნანუკა ჟორჟოლიანთან ურთიერთობა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა ყოფილ მეუღლესთან, ნინო ენუქიძესთან გაშორებული ფაქტობრივად არც იყო. კოდუას და ჟორჟოლიანს ვაჟი საბა ჰყავთ. ისინი დიდხანს ითვლებოდნენ, მყარ წყვილად, მაგრამ ბოლოს მათი ოჯახი დაინგრა და ამის შესახებ საზოგადოებას თავად ნანუკა ჟორჟოლიანმა აცნობა. ამბობენ, განშორების მიზეზი უმშვენიერესი, სტუდენტი კატია დიდა გახდა, რომელიც ერეკლე კოდუამ უცხოეთში გაიცნო. თავად ნანუკა კი ყველა ინტერვიუში აცხადებს, რომ ორი ადამიანის ურთიერთობას მესამე პირი ვერ დაანგრევს.
როგორც ამბობენ, ახლა ნანუკა ჟორჟოლიანიც შეყვარებულია. მისი რჩეული ახალგაზრდა ფეხბურთელი რომა ჭანტურიაა, რომელსაც „ჰერკულესს“ ეძახიან. ჭანტურიამ ოჯახი დაანგრია, მას პირველი ქორწინებიდან პატარა ქალიშვილი ჰყავს.



თამარ გვერდწითელი

2012 წელს რუსული პრესა თამრიკო გვერდწითელის პირად ცხოვრებაზე ალაპარაკდა. ტაბლოიდები წერდნენ, რომ გვერდწითელმა 53 წლის ბიზნესმენს, ნოვრუზ მამედოვს ოჯახი დაუნგრია. 1995 წელს რუსეთის დუმაშიც კი იყრიდა კენჭს, მაგრამ ხმების საჭირო რაოდენობა ვერ დააგროვა. ნოვრუზოვის ცოლმა ქმრის ახალი რომანის შესახებ პრესიდან შეიტყო.



ია სუხიტაშვილი

გიორგი და კრისტი ყიფშიძეები ერთმანეთს წლების წინ სკანდალურად დაშორდნენ. მათი დაშორების მიზეზიც ღალატი გახდა, გიორგის და კრისტის ცხოვრებაში მსახიობი ია სუხიტაშვილი გამოჩნდა. მოგვიანებით, იამ საჯაროდ აღიარა, რომ ყიფშიძეების წყვილმა სწორედ მის გამო დაანგრია ოჯახი. "ყველამ კარგად იცის, რომ ჩვენი ურთიერთობის ნიადაგზე დაინგრა მისი ოჯახი. გიორგი ჩემი პირველი სიყვარულია. ეს იცოდა მთელმა თბილისმა და ამას არ ვმალავდით. გვქონდა ძალიან კარგი სიყვარულის ისტორია, რომელიც ყოველთვის ძალიან კარგად გამახსენდება. გიორგიმ მერე მითხრა, რომ ამასთან დაკავშირებით დასამალი არაფერი ჰქონდა", - განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში ია სუხიტაშვილმა. იას და გიორგის დაშორების შემდეგ, გიორგი ყიფშიძემ ანი ჩიკვილაძეზე იქორწინა.



ბაბეტა

მოცეკვავე მარი ბაბეტამ საზოგადოებას თავი სკანდალებით გააცნო, თუმცა მისი პოპულარობა მალე გაქრა. სწორედ ბაბეტა გახდა გიორგი ვარდოსანიძის და სალომე ჭაჭუას ოჯახის დანგრევის მიზეზი. ამის შესახებ, მან გია ჯაჯანიძის შოუში თავად განაცხადა.



შორენა ბეგაშვილი

შორენა ბეგაშვილი დღეს ერთ-ერთი ცნობილი მსახიობია, მას განსაკუთრებული პოპულარობა მეფე დავით ბაგრატიონთან რომანმა მოუტანა. ამბობენ, რომ დავით და ანა ბაგრატიონების ოჯახი სწორედ მსახიობმა დაანგრია. თბილისში დღემდე აქტიურად ჭორაობენ იმაზე, რომ წყვილს ერთმანეთი ძალიან უყვარდა, მაგრამ მათი ქორწინება ვერ შედგა. რამდენიმე წლის წინ, პრესა ირაკლი ნანაძის და შორენა ბეგაშვილის სიყვარულზე ალაპარაკდა, ნანაძე ბიზნესმენია, რომელსაც ოჯახი ჯერ კიდევ არ დაუნგრევია, თუმცა შორენა ბეგაშვილთან ურთიერთობას არც მალავს.


ეკა მამალაძე

თამრიკო ჭოხონელიძე და გია როინიშვილი ერთმანეთს წლების წინ დაშორდნენ. გია
როინიშვილმა თამრიკო ჭოხონელიძეს ეკა მამალაძესთან უღალატა. ეკა თამრიკოს მეგობარი იყო
და სწორედ მეუღლისგან გაიცნო ის გია როინიშვილმა, 20 წლიანი მყარი ოჯახიც ამის შემდეგ დაინგრა. თამრიკო ჭოხონელიძემ არც მეგობარს აპატია ღალატი და არც ქმარს...შემდეგ იყო რთული პერიოდი, მაგრამ მეგობრების დახმარებით თამრიკო ჭოხონელიძემ ყველა პრობლემა გადალახა და ოჯახის უფროსობაც საკუთარ თავზე აიღო. რაც შეეხება ეკა მამალაძეს, ცნობილი გახდა, რომ მისი და გია როინიშვილის დაშორების მიზეზი ოლეგ მელნიკოვი გახდა. ამის შესახებ პრესაშიც დაიწერა, თუმცა მამალაძე ამას უარყოფს

ეკა მიშველაძე

პრეზიდენტის ადმინისტრაციის სპიკერის და ბუკა პეტრიაშვილის ქორწინებას, რამდენიმე წლის წინ ხმაური მოჰყვა. დაოჯახების შესახებ სოციალურ ქსელში თავად პეტრიაშვილმა დაწერა. წყვილი ერთმანეთს კუს ტბაზე დაუახლოვდა. დაოჯახების შემდეგ, პეტრიაშვილის მამიდამ, ნანა პეტრიაშვილმა „ამბები.გე“-თვის მიცემულ ინტერვიუში ძმისშვილს დაფიქრება ურჩია და პეტრიაშვილის ლამაზი ოჯახის გამო მწუხარება გამოთქვა. „ოჯახის დანგრევა არავის არ გვსიამოვნებს. თავად ალექსიმ მომწერა, მესმის ყველაფერიო, ნაწყენი არ არის. ამდენი წლის კარგი ოჯახი რომ ინგრევა, ამაზე გვწყდება გული. „-განაცხადა ნანა პეტრიაშვილმა, რომელმაც დააკონკრეტა რომ პეტრიაშვილი მიშველაძეზე დაქორწინების დროს, მეუღლესთან ოფიციალურად განქორწინებული არ იყო. როგორც ჩანს, მას არც ჰქონდა დალაგებული ოჯახური ცხოვრება, რადგან მეორე ქორწინებამდე ხატია შამუგიას ხვდებოდა.

dle
Загрузка...
loading...
8-09-2017, 14:31
-
---
კომენტარები


რეკლამა
Загрузка...
უცნაური ამბები