Image

"წლებია, ქმრისა და მისი საყვარლის მიმოწერას ვკითხულობ..." "15 წლის წინ გავთხოვდი. ლამაზი გოგო ვიყავი და ჩემმა მშობლებმა გადაწყვიტეს,

image
loading...

ალბათ ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ჩვენს გვერდით ასეთი ამბებიც ხდება. ეს წერილი ერთ-ერთმა მკითხველმა მოგვწერა და გვთხოვა, გაგვეზიარებინა სხვებისთვის - იქნებ რჩევა-დარიგებები მისცენ ან საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ, რადგან სამწუხაროდ, არც ისე ცოტა ქალი ცხოვრობს ჩვენ გვერდით, ვინც წლების განმავლობაში სხვადასხვა სახით ეგუება ქმრის ღალატს:

"15 წლის წინ გავთხოვდი. ლამაზი გოგო ვიყავი და ჩემმა მშობლებმა გადაწყვიტეს, ვინმემ არ მოგვტაცოსო (არეული დრო იყო საკმაოდ), გაიკითხ-გამოიკითხეს, ერთი კარგი ოჯახიშვილი გამომიჩინეს და გამათხოვეს. მაშინ მე 17 წლის ვიყავი, ის - 26-ის.
ისე ვიყავი გაზრდილი, არც კი მიფიქრია, რომ შევწინააღმდეგებოდი. თან სწავლაზე არ ვგიჟდებოდი, უფრო სათავგადასავლო წიგნების კითხვა მიყვარდა და ეს უეცარი გათხოვებაც, მორიგ თავგადასავლად მესახებოდა და თითქოს მიხაროდა კიდეც, რომ რაღაც ახალი იწყებოდა ჩემს ცხოვრებაში.

ქორწილის ღამესვე დავწექით ერთად და მაშინვე გამიცრუვდა იმედი. არავითარი ემოცია, არავითარი გრძნობა - მე უფრო მეტად ვიყავი ატაცებული ამ ყველაფრით, მან თითქოს მექანიკურად, ვალის მოხდის მიზნით გააკეთა თავისი საქმე, გადაბრუნდა და დაიძინა...
ვიფიქრე, რომ ასეც უნდა ყოფილიყო - სიყვარულით ხომ არც გავთხოვილვარ. დაქალები მეუბნებოდნენ, სიყვარული თანდათან მოვა, ისეთი ლამაზი ხარ, თავს შეაყვარებო. მეც დავიჯერე... თანაც, დანარჩენი ყველაფერი იდეალურად იყო - ფული არ გვაკლდა, დედამთილ-მამამთილი თავს მევლებოდნენ, ნათესავებიც კარგი ჰყავდა, მეგობრების წრეც, დავდიოდით ბევრგან, სხვების დასანახად სითბოსაც გამოიჩენდა ხოლმე და თანდათან, თითქოს მივეჩვიეთ კიდეც ერთმანეთს. უბრალოდ სულ მქონდა განცდა (და დღესაც ასე ვფიქრობ), რომ არ აღმიქვამდა არასდროს სერიოზულად, მივაჩნდი სულ ბავშვად, არ მიზიარებდა არაფერს სერიოზულას, ახალ საქმეს, ახალ იდეას - ასეთ რამეებს დედას უფრო უყვებოდა და მისი აზრით უფრო ინტერესდებოდა. მე თითქოს მეორეხარისხოვანი არსება ვიყავი. უბრალოდ ლამაზი გოგო, სულელი ცოლი, რომელსაც შვილები უნდა გაეჩინა, სადილი მოემზადებინა, სტუმრები მიეღო, სტუმრად ევლო ამაყად მის გვერდით და ღამით მისი ელემენტარული სურვილები დაეკმაყოფილებინა - უემოციოდ და მოვალეობის მოხდის მიზნით...

გარეგნულად იდეალური წყვილი ვართ ახლაც - ორი შვილი გვყავს, ერთად დავდივართ დასასვენებლად. მე სახლში ვარ, ის მუშაობს, არ გვაკლებს არაფერს, გიჟდება ბავშვებზე და ჩხუბისა და აყალმაყალის ხმა ჩვენგან არ გადის... მაგრამ....

ორსულად ვიყავი, როცა პირველად მივხვდი, რომ ჩემი ქმარი მღალატობდა. მთელი ორსულობის განმავლობაში არ მომკარებია - ვითომ მიფრთხილდებოდა, რამე არ დავაზიანოო, ბავშვი ჯანმრთელი დაიბადოსო, ასე მეუბნებოდა და მეც მჯეროდა. სინამდვილეში კი მალე აღმოვაჩინე, რომ თავის თანამშრომელ ქვრივ ქალთან დაიარებოდა.

ძალიან მეწყინა. ჩემს მშობლებს ვერაფერი ვუთხარი, ისეთი ბედნიერები იყვნენ, რომ მე "კარგ ხელში" აღმოვჩნდი, თან თვითონ საკმაოდ უჭირდათ და იმაზე ლაპარაკიც კი არ ეყო, მე ოჯახის დანგრევაზე და უკან დაბრუნებაზე მეფიქრა. ბევრი ვიტირე და ერთ საღამოს ჩემს ქმარს დაველაპარაკე გულახდილად... თავიდან უარზე იყო, რა სისულელეაო. რომ დავარწმუნე, ნამდვილად ვიცოდი, მერე გამოტყდა, მაგრამ საერთოდ არ უგრძნია თავი უხერხულად. პირდაპირ მომახალა - უნდა შეეგუო, რომ მე ყოველთვის მეყოლება ვიღაც სხვა, მე ერთი ქალი არ მაკმაყოფილებს და თანაც შენ პატარა და სულელი გოგო ხარ, მე სხვანაირი ქალი მჭირდება ჩემი სურვილების დასაკმაყოფილებლადო...
მართლა პატარა და სულელი ვიყავი, რომ ეს სიტყვები ვაპატიე. თან ისიც კი არ უთქვამს, რომ მიუხედავად ამისა, შენ მიყვარხარო. ეს სიტყვა არც არასოდეს უთქვამს ჩემთვის. ჩვენ უბრალოდ ერთად ვცხოვრობთ დღემდე, თორემ სიყვარული რა მოსატანია...

მას მერე არაერთი ქალი გამოიცვალა. მეც არაერთხელ დამიღვრია ცრემლები, როცა ამას შემთხვევით გავიგებდი - მისი ტელეფონიდან თუ კომპიუტერიდან... ძირითადად ვცდილობდი, თავი მომეყრუებინა და დამებრმავებინა, ასეთი ტაქტიკა ავირჩიე. გადავწყვიტე, რომ ვერაფერს შევცვლიდი და შევეგუე ბედს. თანაც, გარშემო ყველამ დამარწმუნა, რომ ბევრი ქალი ცხოვრობს ასე. დედამთილმა მითხრა, მეც მთელი ცხოვრება ვიცოდი, რომ ჩემს ქმარს სხვა ქალიც ჰყავდა, "მე არ მაწუხებდაო". მთავარია, არაფერი მოგაკლოს და იაროს, რას გიშლისო... მერე ჩემმა დაქალებმაც უმრავლესობამ აღიარა, რომ იცოდნენ, ქმარი დადიოდა, მაგრამ თვალებს ხუჭავდნენ, რომ არ დაეკარგათ... ან ზოგი თავს იმართლებდა, "მუდმივი არ ჰყავს და ისე იაროსო". ზოგი მირჩევდა, გაშორდიო, მაგრამ მე არაფრის უნარი და არანაირი განათლება არ მაქვს, პრაქტიკულად, ცხოვრების უდიდესი ნაწილი ამ ოჯახში გავატარე და უკვე ვერც კი წარმომიდგენია სხვანაირად ჩემი ცხოვრება... ზოგმა ისიც მითხრა, შენც გაიჩინე ვინმე და დაწყნარდებიო, მაგრამ ესეც არ შემიძლია და თანაც, ისეთია ჩემი ქმარი, ეს რომ გაიგოს, იმ წამსვე მომკლავს - ამაშიც დარწმუნებული ვარ...

ახლა უკვე რამდენიმე წელია, სხვა ქალი ჰყავს. ურთიერთობის დაწყებიდანვე მივხვდი, რომ ეს ის არ იყო, რაც აქამდე. ამასთან გაცილებით სერიოზულად არის. უკვე არა მხოლოდ მესიჯობს ან საათობით ლაპარაკობს ჩემს უჩუმრად, რამდენიმე დღითაც კი იკარგება. აქამდე ერთი-ორჯერ თუ გაუთენებია ღამე სხვასთან, ისე ახერხებდა, რომ ღამე ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა და ჩემთან ეძინა. ახლა უკვე რამდენჯერმე მოიმიზეზა ხან ნათესავებთან წასვლა, ხან მივლინება - მიდის და ზუსტად ვიცი ყოველთვის, რომ მასთან ერთად მიდის. ჩუმად ვკითხულობ მათ მიმოწერას - ტელეფონში და კომპიუტერში, ვადევნებ თვალს მათი რომანის მიმდინარეობას, ყველაფერს - თავიდან ბოლომდე... ვხვდები, როგორ აცდუნებს, როგორ იზიდავს თავისკენ, როგორ ხიბლავს ჭკვიანური აზრებით და ვხვდები, როგორ ეცემა ჩემი ავტორიტეტი ქმრის თვალში სულ უფრო და უფრო... მე ხომ ისევ ისეთი სულელი და პატარა გოგო ვარ... თუმცა ჯერჯერობით - ლამაზი და "გამოსაჩენი". აქამდე ამით სხვა ქალები მის გვერდით, ვერ მჯობნიდნენ და არც სხვასთან არ გასჩენია ოჯახის დანგრევის სურვილი. ახლა ვატყობ, ვგრძნობ, რომ ეს ქალი მართლა შეუყვარდა... მასთან სულ სხვანაირად იხსნება, სხვანაირად საუბრობს, სხვანაირად ეფერება სიტყვებით... იმდენად კი არ ვეჭვიანობ, რამდენადაც მშურს იმ ქალის... მშურს, რომ ასეთია, ასეთი ჭკვიანი და მაცდურია, ასე შეაყვარა ჩემს ქმარს თავი... მე რაც წლების განმავლობაში ვერ ვისწავლე, ვერ მოვიფიქრე, იმან სულ ცოტა ხანში მოახერხა და ვგრძნობ, ოჯახის დანგრევის პირას ვარ... მაგრამ ვერაფერს ვამბობ. დინებას მივყვები, ვკითხულობ მათ მიმოწერას, ვუყურებ ჩემი ქმრის ფოტოებს საკურორტო ადგილებიდან და მისი მზის სათვალის მინაზე არეკლილ მისი საყვარლის სილუეტს და ვერაფერს ვცვლი...

ვიცი, რომ ჩემი ბრალია ყველაფერი... ან ჩემი მშობლების, რომლებმაც ასე ადრე გამათხოვეს და გადამიწყვიტეს ბედი... მისი, ჩემი ქმრის ბრალი ყველაზე ნაკლებადაა და რა მოვთხოვო? ალბათ ასე ვიქნები, სანამ რაღაც ფინალი არ მოჰყვება ამას - ან დაშორდება და სხვას გაიჩენს... ან გამეყრება და მეც ახალ ცხოვრებას დავიწყებ... ოღონდ როგორ და რანაირად, აზრზე არ ვარ. ორი შვილით რა უნდა გავაკეთო სრულიად გაუნათლებელმა და მხოლოდ სახლის ცხოვრებას მიჩვეულმა, არ ვიცი...

იქნებ თქვენ მირჩიოთ რამე... ოღონდ არ გამკიცხოთ და არ გამლანძღოთ, ძალიან გთხოვთ...”

dle
Загрузка...
loading...
7-09-2017, 20:40
-
---
კომენტარები


რეკლამა
Загрузка...
უცნაური ამბები