Image

პრინცესა დიანას ქალიშვილი ჰყავს – სამეფო ოჯახის ახალი საიდუმლო გამოააშკარავეს

image
loading...

დიდი ბრიტანეთი პრინცესას დაბადებას აღნიშნავს. პრინც უილიამსსა და ქეით მიდლტონს გუშინ ქალიშვილი შეეძინათ. მემკვიდრეობითი კანონის მიხედვით, სამეფო ოჯახში დაბადებულ ქალს ისეთივე პრიორიტეტები აქვს, როგორც მამაკაცს. შესაბამისად, ჩარლზის, უილიამსისა და ჯორჯის შემდეგ, ახალშობილი პრინცესა ტახტის მეოთხე მემკვიდრე იქნება. მაშინ როდესაც ბრიტანეთი პრინცესას დაბადებას აღნიშნავს, დასავლური პრესა სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, პრინცი უილიამსი პრინცესა დაიანას პირველი შვილი არ არის და მას „საიდუმლო და“ ჰყავს - 33 წლის სარა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. სტატიის მიხედვით, როდესაც 19 წლის დაიანა სპენსერისა და პრინც ჩარლზის ურთიერთობა საჯარო გახდა, დედოფალმა ელიზაბეტმა წყვილის გინეკოლოგიური შემოწმება გადაწყვიტა, რათა დაედგინა, რომ დაიანს მემკვიდრის გაჩენა შეეძლო. კლკინიკაში, სადაც მათი შემოწმება მოხდა, წყვილის სასქესო უჯრედების შერწყმა - ხელოვნური განაყოფიერება მოახდინეს, რის შედეგადაც დამტკიცდა, წყვილს არანაირი პრობლემა არ ჰქონდა და მათ შთამომავლობის ყოოლა უპრობლემოდ შეეძლოთ. რეზულტატის მიღების შემდეგ, დედოფალმა ხელოვნური გზით მიღებული ემბრიონის განადგურება ბრძანა, მაგრამ ბრძანება არ შესრულდა. მეტიც, ერთერთმა ექიმმა ემბრიონი საკუთარ ცოლს გადაუნერგა და ქალიც პრიცესა დაიანასა და პრინც ჩარლზის ბიოლოგიური შვილის სუროგატი დედა გახდა. 9 თვის შემდეგ კი გოგონა გაჩნდა. იმ დროს ჩარლზი და დაიანა უკვე დაქორწინებულნი იყვნენ.


სარა ამერიკაში იზრდებოდა. როგორც აღმოჩნდა, მას საოცრად ამსგავსებედნენ პრინცესა დაიანას. 20 წლის ასაკში მისი მშობლები ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ. უცნობია როგორ, მაგრამ სწორედ მაშინ გაიგო მისი ემბრიონის ისტორია. მისი მტკიცებით, გადაწყვიტა გამოეკვლია, თუ ვინ იყო სინამდვილეში. როდესაც ძიება დაიწყო სატელეფონო ზარით ბევრჯერ დაემუქრნენ, რომ წარსულში ქექვისთვის თავი დაენებებინა.

სტატიის თანახმად, დაიანას საიდუმლო ქალიშვის ჰერცოგინია ქეით მიდლტონიც შეხვდა. გამოცემა Globe-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ როდესაც პრინცმა უილიამსა სარას შესახებ შეიტყო, სწორედ ქეითს დაავალა ამ ისტორიის ნამდვილობის გარკვევა. წყვილი ამერიკაში გაემგზავრა. გავრცელებული ინფორმაციით, ქეითი და სარა ერთმანეთს დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში ესაუბრებოდნენ.

„შეხვედრის დასრულების შემდეგ, ქეითმა უილიამსს უთხრა, რომ გოგონა დედამისის ასლი იყო და სავსებით შესაძლებელი, რომ სარა უილიამსის დაა“ - აცხადებს წყარო.

თუკი ეს ისტორია სიმართლეს შეესაბამება და 33 წლის სარა ნამდვილად ტახტის მემკვიდრეა, სამეფო კარზე დიდი აურზაურია მოსალოდნელი. dle

აიღე სესხი სახლიდან გაუსვლელად 10 წუთში, 1 თეთრის გადარიცხვის გარეშე...
Загрузка...
loading...
7-09-2017, 17:25
-
---
კომენტარები


რეკლამა
Загрузка...
უცნაური ამბები