Image

„სიკეთე ჩუმად უნდა აკეთოო - თქვა და რამდენიმე საათში 7 წლის ნინოს სიცოცხლე იხსნა“

image
loading...

შვიდი წლის ნინო დეკანოიძე უკვე ცხრა თვეა რაც დიალეზზე იმყოფება, ყოველ ოთხ საათში ერთხელ ნინოს დედა დგება და ცდილობს ნინოს ორგანიზმი ამ ხერხით გაწმინდოს, რადგან უკვე დიდი ხანია რაც ორივე თირკმელმა თავისი ფუნქცია დაკარგა.
ბავშვის გადასარჩენად ოჯახმა ყველაფერი გაყიდა, მათ შორის უძრავი ქონებაც და ახლა ოჯახი ქირით ცხოვობს.ნინოს ოჯახი თავის გატანას მხოლოდ ნათესავების ერთჯერადი დახმარებით ახერხებს. ნინოს გადასარჩენად ოჯახს 5 000 $ ესაჭიროებოდა, დასახმარებლად კი საქველმოქმედო ორგანიზაცია დედების ფონდს მიმართეს.

„ერთი განწირული დედის ზარი შემოვიდა, ისე ტიროდა შვილი გადამირჩინეთო, იმ დღესვე წავედით ბავშვის სანახავად“ _ ამბობს დედების ფონდის დამფუძნებელი ვიოლეტა ჩიმჩიური.

ადგილზე მისულ ფონდის წევრებს მძიმე მდგომარეობა დახვდათ, მწოლიარე ნინო ტკივილისგან იტანჯებოდა და დახმარებას ითხოვდა. ნინოს შესახებ ინფორმაცია დედების ფონდის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა კეთილი ადამიანების თითო ლარის იმედად.

ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე საათში ფონდის დამფუძნებელს ერთი ბიჭი დაუკავშირდა, სახელად ლუკა, მის შესახებ სხვა რაიმე ინფორმაცია უცნობია. ბავშვის მდგომარეობა იკითხა და თქვა რომ სრულად დააფინანსებდა. „ ხუმრობთქო? ვკითხე გაკვირვებულმა, ვერ ვიჯერებდი, რომ რეალურს ამბობდა, რამდენიმე საათში თანხა დაგიჯდებათ ანგარიშზე და მერე დაიჯერებთო, სახელი და გვარი ვკითხე საჯაროდ მადლობას მაინც გადაგიხდით ამხელა სიკეთისთვის მეთქი. სიკეთეს ჩუმად უნდა აკეთოო, თქვა და რამდენიმე საათში 7 წლის ნინო დეკანოიძის სიცოცხლე იხსნა“ _ ამბობს ვიოლეტა ჩიმჩიური.

თანხის შესახებ ნინოს ოჯახმა არაფერი იცოდა, დედების ფონდმა გამოგზავნილი თანხა ნინოს ოჯახს გადასცა.

dle

აიღე სესხი სახლიდან გაუსვლელად 10 წუთში, 1 თეთრის გადარიცხვის გარეშე...
Загрузка...
loading...
6-09-2017, 14:44
-
---
კომენტარები


რეკლამა
Загрузка...
უცნაური ამბები