Image

ბავშვი სქესის გარეშე - ისტორიაში პირველად ,მშობლის თხოვნით ბავშვს ჯანმრთელობის ცნობაში სქესი არ ჩაუწერეს... რატომ?

image
loading...

მშობლის თქმით, სურს, ბავშვმა თვად აირჩიოს გენდერული იდენტობა, როდესაც გაიზრდება.
ისტორიაში პირველად, კანადელ ბავშვს ჯანმრთელობის ცნობაში სქესი არ ჩაუწერეს.

BBC-ის ცნობით, რვა თვის ბავშვის სამედიცინო ბარათში სქესი მითითებული არ არის.

ბავშვის მშობელი კორი დოტი თავს არაბინალურ ტრანსგენდერად მიიჩნევს, ანუ თავს არც ქალად თვლის და არც კაცად. მისი თქმით, სურს, ბავშვმა თვად აირჩიოს გენდერული იდენტობა, როდესაც გაიზრდება.

ბავშვის სამედინიცო ბარათში, სქესის აღმნიშვნელ გრაფაში მითითებულია ლათონური ასო U, რომელიც შეიძლება ნიშნავდეს როგორც „გარუკვეველს“ (undetermined) ან „დაუდგენელს“ (unassigned).

კორი დოტის ასევე სურს, რომ ბავშვის სქესი არც მის დაბადების მოწმობაში მიუთითონ, რაცეზ კანადის ხელისუფლება უარს აცხადებს, კორი კი ამის მიღწევას სასამართლოს გზით აპირებს.

ბავშვი, რომელსაც სირილ ატლი დაარქვეს, 2016 წლის ნოემბერში, კორის ნაცნობის სახლში დაიბადა. ამიტომაც, მისი დაბადებისას ახალშობილის ოფიციალური რეგისტრაცია არ მომხდარა.

ეს პირველი ჩვილია, რომლის ჯანმრთელობის ცნობაში სქესი მითითებული არ არის.

dle
Загрузка...
loading...
6-09-2017, 12:52
-
---
კომენტარები


რეკლამა
Загрузка...
უცნაური ამბები