Image

5 დღე მარტო, ტელეფონის და ინტერნეტის გარეშე - ექსპერიმენტი, რომელსაც ყველამ ვერ გაუძლო

image
loading...

ალბათ, თითოეული ჩვენგანი ოცნებობს, დროებით გამორთოს ტელეფონი, არ გაეკაროს კომპიუტერს, არ უპასუხოს ფოსტას, ჩაიკეტოს ოთახში და არავინ ნახოს - მოკლედ, დაისვენოს ყველასგან და ყველაფრისგან. არადა, სინამდვილეში, ასე რომ მოხდეს, რამდენ ხანს გავძლებთ?

ბრიტანულმა არხმა Channel 5-მა გადაწყვიტა ექსპერიმენტის ჩატარება: ჩაეკეტა რამდენიმე მოხალისე კამერებში მარტო, ცივილიზაციის ყველა იმ ატრიბუტიკისგან შორს, რომლებსაც მიჩვეული ვართ. ყველაფერი გაცილებით რთული აღმოჩნდა, ვიდრე მონაწილეებს ეგონათ...

Channel 5-მა გადაწყვიტა, გადაეღო პროგრამა "მარტოსული", რომელსაც საფუძვლად ანტისოციალური ექსპერიმენტი ედო: ტელეწამყვან ჯორჯ ლემსა და კიდევ ოთხ მოხალისეს 5 დღე უნდა გაეტარებინათ კამერებში სრულიად მარტოს. მათ განკარგულებაში საჭმელი, ტუალეტი, საწოლი და კიდევ ერთი ნივთი იყო, რომელიც შეთავაზებული 3-დან უნდა აერჩიათ და ელექტრომოწყობილობას არ წარმოადგენდა.

ზოგიერთი მონაწილისთვის ამ ამოცანის შესრულება შეუძლებელი აღმოჩნდა: ერთ-ერთმა ექსპერიმენტის დაწყებიდან 4 საათში დატოვა კამერა. მეორემ დამარცხება 24 საათში აღიარა.

28 წლის სამედიცინო კოლეჯის სტუდენტმა შერმეინმა ექსპერიმენტში მონაწილეობა მიიღო, რათა საკუთარი თავისთვის დაემტკიცებინა, რომ დამოუკიდებელია. მაგრამ სულ რამდენიმე საათში მოიწყინა, შემდეგ უეცრად ატირდა, რადგან თავი საშინლად მარტოსულად იგრძნო. მან მეუღლის წერილიც კი გახსნა, რომელიც ექსპერიმენტის წესის მიხედვით მხოლოდ 2 დღის შემდეგ უნდა წაეკითხა. "პანიკაში ვარ, მეტი აღარ შემიძლია, უბრალოდ, სახლში მინდა დაბრუნება", - განაცხადა შერმეინმა. გოგონამ ღილაკს დააჭირა. ეს ექსპერიმენტის დასრულებას ნიშნავდა. "უბრალოდ, ისე ძალიანაც არ მომწონს საკუთარ თავთან მარტო დარჩენა, როგორც აქამდე ვფიქრობდი", - დაასკვნა შერმეინმა.

ტელეწამყვან ჯორჯსაც ძალიან გაუჭირდა. მან ოთახი 24 საათში დატოვა. მისი თქმით, ძირითადი პრობლემა გახლდათ ის, რომ ვერ არჩევდა, დღე არის ახლა თუ ღამე. რაღაც მომენტში ყვირილი მორთო, ოთახის ნათურებს უყვიროდა. "5 დღე ამ ოთახში, ჭკუიდან გადამიყვანს", - განაცხადა ჯორჯმა.

36 წლის მარტოხელა დედამ სახელად სარამ, გადაწყვიტა გამოეცადა, თუ რამდენად ძლიერია. მან მთელი 5 დღე გაძლო, მაგრამ ეს იოლი არ ყოფილა: შესამჩნევად ნერვიულობდა, პანიკის შეტევები ჰქონდა, ეჩვენებოდა, თითქოს ვიღაც შემოვიდა ოთახში, ნერვიულობის ნიადაგზე გულისრევა დაეწყო. ორგანიზატორები სერიოზულად შფოთავდნენ მის ჯანმრთელობაზე და ექსპერიმენტის დასრულებასაც ფიქრობდნენ. მაგრამ სარამ მოახერხა თავისი შიშების გადალახვა.

28 წლის იორკშირელმა ლლოიდმაც გადალახა ეს 5 დღე. ექსპერიმენტს იმიტომ დასთანხმდა, რომ თავისი სმარტფონის დროებით გადადება სურდა, რადგან სოციალურ ქსელებზე დამოკიდებული გახდა. ოთახში მოწყენილად გრძნობდა თავს, მაგრამ ამას გაუმკლავდა, კამერებთან საუბრებით.

ბოგერმა ლუსიმ, რომელიც ოთახში მარტო ჩაკეტვას დასთანხმდა, ექსპერიმენტი ბოლომდე გაიარა. მას ხელოვნება შველოდა: თან სახატავი საშუალებები ჰქონდა.



სამივემ, ვინც ექსპერიმენტი გაიარა, განაცხადა, რომ ეს იყო მძიმე გამოცდილება, თუმცა ამან მათი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა.

მოამზადა დუდანა ზაქარაიამ
AMBEBI.GE
dle

აიღე სესხი სახლიდან გაუსვლელად 10 წუთში, 1 თეთრის გადარიცხვის გარეშე...
Загрузка...
loading...
6-09-2017, 00:14
-
---
კომენტარები


რეკლამა
Загрузка...
უცნაური ამბები