Image

მაია ასათიანის განცხადება რომელიც ახლახანს გავრცელდა

image
loading...

თოქ-შოუ "პროფილი" "რუსთავი 2"-ის ეთერში ახალ სეზონზე სულ მალე დაბრუნდება. ახალი სეზონის პირველი პრომო უკვე გავიდა ტელეკომპანიის ეთერში. ცოტა ხნის წინ "პროფილის" ფეისბუქის გვერდზე მაია ასათიანის ემოციური მიმართვა გავრცელდა:
"თავიდან მეგონა მარილიანი რომ იყო იმიტომ მოსწონდა, მერე მივხვდი... რა შუაშია ცრემლს რომ მარილის გემო აქვს.. მოდის, თათებს მუხლებზე მიწყობს, სახე სახესთან მოაქვს და ცრემლების ლოკვას იწყებს. ასეთს მხოლოდ ეს პატარა მგელი მხედავს, ნუცას მგელი! სხვას ასეთი -არავის დავენახები - დაცემული! ასე ვუთხარი ჩემს თავს - რომ ყოველი დილა უნდა დაღამდეს და ყველა დღე, რომელიც ჩემს შვილთან შეხვედრამდე დამრჩა უნდა ვიცხოვრო, როგორც ცოცხალმა! ჰოდა ნუ გიკვირთ!

არაფრით მესმის, რატომ უნდა საზოგადოების ნაწილს, უბედურებისგან გონგადასული, საფლავზე დაცემული მნახოს! ამას ვერავინ ნახავს-ვერასდროს!

შვილმკვდარ დედებს ძალიან მძიმე, შავი აურა აქვთ. მოდიან და უბედურებას ასხივებენ. მე არ მინდა ვიყო ასეთი! ნუ გიკვირთ - ცხოვრებას რომ ვაგრძელებ! ნუ გიკვირთ აქ ჩემს ცოცხალ ფოტოებს რომ ნახულობთ, ნუ ჭორაობთ ჩემს ზურგს უკან - რა ჭირს მაიას - რატომ იცინის...
ახლა ნუცა მეტყოდა,




კარგი რა დედა, რატომ აკეთებ განმარტებებს. ამიტომ თუ ასე ძალიან გინდათ - გეტყვით, დიახ, როცა მარტო ვრჩები - მგელივით ყმუილი მინდება ხოლმე! მაგრამ ამას ვერავინ ხედავს. იმ პატარა არსების გარდა ნუცამ რომ დამიტოვა... თვითონაც მგელია და იცის...

არადა მეგონა ცრემლი მარილიანი რომაა - იმიტომ არ მშორდება ხოლმე ტირილის დროს..." - ვკითხულობთ "პროფილის" ფეისბუქის" გვერდზე.

შეგახსენებთ, ცნობილ ტელეწამყვანს რამდენიმე თვის წინ ტრაგედია დაატყდა თავს - მისი 19 წლის ქალიშვილი ნუცა მახვილაძე საფრანგეთში, მენინგოკოკცემიის ვირუსით გარდაიცვალა.

dle

აიღე სესხი სახლიდან გაუსვლელად 10 წუთში, 1 თეთრის გადარიცხვის გარეშე...
Загрузка...
loading...
5-09-2017, 13:54
-
---
კომენტარები


რეკლამა
Загрузка...
უცნაური ამბები