Image

თბილისში ცნობილი „კანონიერი ქურდი“ გარდაიცვალა

image
loading...

მძიმე ავადმყოფობის შემდეგ პოსტსაბჭოთა სივრცეში ცნობილი „კანონიერი ქურდი“ პაატა თვალჭრელიძე გარდაიცვალა. მას კრიმინალურ წრეებში „პაატა უმცროსის“ სახელით იცნობდნენ. თვალჭრელიძე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში ღვიძლის კიბოს დიაგნოზით იყო მოთავსებული.

სამშობლოში დაბრუნებამდე ის მკურნალობას ჯერ გერმანიაში, შემდეგ კი თურქეთში გადიოდა, თუმცა ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. „კანონიერი ქურდი“ ნახალოვკაში, სააკაძის ქუჩაზე მდებარე საკუთარ სახლში ჰყავდათ დასვენებული. ის კუკიის სასაფლაოზე დაკრძალეს. 58 წლის პაატა თვალჭრელიძე ქართული წარმოშობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი „კანონიერი ქურდი“ იყო. ის „კანონიერ ქურდად“ 21 წლის ასაკში, 1981 წელს „აკურთხეს.“ არაერთხელ ნასამართლევი თვალჭრელიძე ბოლოს მიმდინარე წლის დასაწყისში მოსკოვში დააკავეს. წლების განმავლობაში ის რუსეთში ცხოვრობდა. უცნობია, თუ როდის და რა ვითარებაში დაბრუნდა საქართველოში. კრიმინალურ წრეებში დიდი გავლენით სარგებლობს მისი ძმა, ასევე „კანონიერი ქურდი“ სულხან თვალჭრელიძეც, მეტსახელათ „სუხო“.



dle
Загрузка...
loading...
4-09-2017, 20:03
-
---
კომენტარები


რეკლამა
Загрузка...
უცნაური ამბები