Image

რუსთავში სასწრაფოს ექიმი და მძღოლი ცემეს - მიზეზი უბრალოდ დაუჯერებელია (ვიდეო)

image
loading...

რუსთავში მე-6 მიკრორაიონში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი და მძღოლი ცემეს.
როგორც დაგეგმარების, ხარისხის, გამოძახებებისა და მართვის დეპარტამენტის უფროსმა, ამირან გოგიტიძემ "ინფო რუსთავს" განუცხადა, სამედიცინო ეკიპაჟი გამოძახებაზე გავიდა, ექიმმა პაციენტს პირველადი დახმარება გაუწია, თუმცა მისი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანისას ავადმყოფის თანმხლებმა სამმა პირმა რეანომობილში ასვლა ისურვა, რაზეც სასწრაფოს პერსონალის მხრიდან უარი მიიღეს.

აღნიშნულ ფაქტს სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

თვითმხილველების ინფორმაციით ახალგაზრდა მამაკაცები ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ. ადგილზე საპატრულო ეკიპაჟი იყო მობილიზებული. დაშავებული ექიმის გადაყვანა "კლინიკა რუსთავში" გახდა საჭირო. მას თავისა და ზურგის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა. ამჟამად სასწრაფოს ექიმი სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გაწერეს.

"ინფო რუსთავს" მომხდარი შსს-ში დაუდასტურეს, უწყების ინფორმაციით, ფაქტზე რეაგირება მყისიერად მოხდა.



dle

აიღე სესხი სახლიდან გაუსვლელად 10 წუთში, 1 თეთრის გადარიცხვის გარეშე...
Загрузка...
loading...
4-09-2017, 17:43
-
---
კომენტარები


რეკლამა
Загрузка...
უცნაური ამბები