Image

11 კატასტროფა, რომელიც 2050 წლისთვის დედამიწის მოსახლეობას ელის

image
loading...

2050 წლამდე სულ სამი ათწლეულია დარჩენილი. სამყაროს სერიოზული ცვლილებები ელის. მეცნიერებამ და ტექნოლოგიებმა ახლავე უნდა დაიწყონ გამოსავლის ძიება, რომ მომავალში თავიდან ავიცილოთ კატასტროფება.

გამოცემა "ბიზნესინსაიდერი" იმ კატასტროფებზე წერს, რომელიც 2050 წლისთვის დედამიწის მოსახელეობას ელის.

ქალაქებში მცხოვრები ადამიანების რიცხვი გასამმაგდება
1950 წელს ურბანულ მხარეებში მხოლოდ 750 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა. დღეს ეს რიცხვი 4 მილიარდს უტოლდება. 2050 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი 6.3 მილიარდამდე გაიზრდება.

ჰაერის დაბინძურება კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს
OECD-ის ბოლო ანგარიშის თანახმად, ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზრდება და ყოველწლიურად 6 მილიონ ადამიანს მიაღწევს. 2050 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი უფრო გაიზრდება.

მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს შესაძლოა წყალთან ადეკვატური წვდომა არ ჰქონდეს
დღესდღეობით მსოფლიოში 1,1 მილიარდ ადამიანს შეზღუდული წვდომა აქვს წყალთან. დედამიწის მოსახლეობის 36% კი - 2,5 მილიარდ ადამიანი იმ ადგილებში ცხოვრობს, სადაც წყლის დეფიციტი აქვთ. წყლის საერთაშორისო ინსტიტუტის კვლევის თანახმად, 2050 წლისთვის 5 მილიარდ ადამიანს წყლის მოპოვება რთულად შეეძლება.

საჭმელად ვარგისი თევზის ჯიშები გადაშენდება
ამჟამად თევზის ბაზრის 87 პროცენტი ექსპლუატირებულია. 2050 წლისთვის თუ ამ ტემპებით გაგრძელდა თევზჭერა, შესაძლოა თევზის საკვები ჯიშები საერთოდ გადაშენდეს.

მილიონობით ადამიანი შეიძლება საჭმლის გარეშე დარჩეს
პლანეტის დათბობა საკვების წარმოებას 2%-ით შეამცირებს, რაც ნიშნავს, რომ 4 440 000 ტონა საკვები დაიკარგება. ხორბლის, სიმინდისა და ფეტვის გლობალური მოსავალი 2050 წლისთვის 10%-ით შემცირდება. შემცირებული მოსავლის ფონზე გაიზრდება მოთხოვნამ რაც საბოლოოდ ბრინჯისა და სიმინდის ფასებს ორჯერ გაზრდას გამოიწვევს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, არასრულფასოვანი კვება ბავშვებში გაიზრდება, რაც უარყოფითად აისახება 3,9 მილიონ ბავშვზე მსოფლიოს მასშტაბით. წაიკითხეთ გაგრძელება

dle
Загрузка...
loading...
3-09-2017, 18:44
-
---
კომენტარები


რეკლამა
Загрузка...
უცნაური ამბები