Image

მოსკოვი თბილისის ასაღებად ემზადებოდა - 58-ე არმიის მეთაურის სკანდალური განცხადება...

image
loading...

რუსული ინტერვენციიდან ცხრა წლის შემდეგ 58-ე არმიის მეთაური სკანდალურ განცხადებას აკეთებს. 58-ე არმიის ხელმძღვანელი, ის, ვინც 2008 წელს აგვისტოში ქართულ ქალაქებს ბომბავდა და სოფლებს მიწასთან ასწორებდა, ღიად ყვება, რომ მოსკოვი თბილისის ასაღებად ემზადებოდა.

გენერალი ხრულოვის თქმით, სამხედო ოპერაციისთვის სპეციალური ჯგუფიც მზად იყო და თბილისიდან 22 კილომეტრში იდგა. 58-ე არმიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ თბილისის აღება ერთადერთი მიზეზით გადაიფიქრეს, - მოსკოვს დიდი პოლიტიკური ფასის გადახდის შეეშინდა.

რუსი გენერლის სკანდალური აღსარება შესაძლოა, გახდეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჰააგის სასამართლოსთვის, რომელიც აგვისტოს ომის გარემოებებს სწავლობს. რუსეთი პროკურორ ფატუ ბენსუდას ჯგუფთან არ თანამშრომლობს, ამიტომ მათ ინფორმაციის მოპოვება სხვა წყაროებიდან უწევს. ოპოზიცია საქართველოს მთავრობას ამ ინტერვიუს გამოძიებისთვის მიწვდას ურჩევს.

გამოიყენებს თუ არა საქართველოს მთავრობამ რუსი გენერლის სკანდალურ ინტერვიუს საერთაშორისო მოლაპარაკებების დროს, ამ თემაზე დღეს ხელსუფლებას განცხადება არ გაუკეთებია. თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ თბილისის აღების გეგმის გახმაურების ამბით, საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი დაინტერესდება.

2008 წლის 10 აგვისტოს რუსული დანაყოფები დაქოქილი ტანკებითა და ჯავშანმანქანებით თბილისიდან ახლოს იდგნენ. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ იგოეთიდან ტანკები გავიდნენ, მაგრამ მათ ნაცვლად ქვეყნის დაპყრობა სხვა მეთოდებით დაიწყეს.

dle
Загрузка...
loading...
11-08-2017, 20:02
-
---
კომენტარები


რეკლამა
Загрузка...
უცნაური ამბები