Image

„შორენა 4 გოგონას დედა იყო... ერთი მასთან ერთად დაიღუპა... ის ტყუპებზე იყო ფეხმძიმედ...“ - სურამში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

image
loading...

გუშინ, სურამში მომხდარი ტრაგედიის შესახებ ფეისბუქის გვერდზე წერს შოთო სიხარულიძე. მისი ინფორმაციით, შორენა მ. ტყუპებზე იყო ფეხმძიმედ. ახალგაზრდა ქალს მანქანა მთელი სიმძღლავრით დაეჯახა, მასთან ერთად დაიღუპა მცირეწლოვანი შვილი.

,,სურამში გარდაცვლილი ჩოხატაურელი შორენა მეგრელიშვილი 4 გოგონას დედა იყო აქედან 2 ტყუპის (ერთი მასთან ერთად დაიღუპა გუშინ) შოთო სიხარულიძის ექსკლუზიური ინფორმაციით ის ტყუპებზე იყო ფეხმძიმედ და ტყუპ ვაჟებს ელოდებოდა და ამ ყველაფერს მალავდა მხოლოდ უახლოესმა ადამიანებმა იცოდა ეს ამბავი.... ამ შემზარავ ტრაგედიას სიტყვებით ვერ აღწერ... კომენტარიც ზედმეტია.... -------------დიდი ტრაგედია დატრიალდა სურამში----სურამში ტროტუარზე მიმავალ დედა-შვილს ავტომანქანა დაეჯახა, რომლის შედეგადაც ორივე მათგანი ადგილზე დაიღუპა.

გარდაცვლილები ჩოხატაურელები არიან საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწის, მიხელ უნგიაძის მეუღლე შორენა მეგრელიშვილი და მისი 5 წლის გოგონა.

"მთელი სიმძლავრით, დაუმუხრუჭებლად დაეჯახა ავტომანქანა. ყველანი შოკში ვართ", _ გვითხრეს თვითმხილველებმა.

შორენას სამი შვილი დარჩა. ყველაზე უმცროსი 5 წლისაა - იმ პატარას ტყუპისცალი, რომელიც დღეს დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოძიება. დაკავებულია ავტომქანანის მძღოლიც.

"შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს მიხეილ უნგიაძეს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი ლამაზი სული. ვუთანაგრძნობ სრულიად გურიას და ჩოხატაურს“ - წერს შოთო სიხარულიძე.

dle
loading...
10-08-2017, 23:29
-
---
კომენტარები


Загрузка...
რეკლამა
Загрузка...
უცნაური ამბები