Image

მეორე პირი 19 წლის ანა ხელაძის მკვლელობაში? - შემზარავი ტრაგედიის ახალი დეტალები - საზოგადოება შოკშია!!!

image
loading...

19 წლის ანა ხელაძის მკვლელობის საქმეში ბრალდებულის, რობერტ ახალაიას ადვოკატი, ოლგა გეჯაძე „ნიუპოსტთან“ აცხადებს, რომ გამოძიება სასტიკი მკვლელობის ირგვლივ სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს.
ადვოკატმა შესაბამისი კომენტარი გავრცელებულ ინფორმაციაზე საპასუხიდ გააკეთა, რომლის მიხედვითაც ანა ხელაძის მკვლელობაში შესაძლოა მეორე პირის ბრალეულობა გამოვლინდეს.

გეჯაძე ამბობს, რომ ბრალდებულ ახალაიას აღიარების მიუხედავად, გამოძიება გრძელდება ამიტომ ვერსიას, რომ რობერტ ახალაია რეალურ მკვლელს ხელს აფარებდეს, არსებობის უფლება აქვს.

ბრალდებულის ადვოკატი, მისი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიციას არ ახმაურებს.

ოლგა გეჯაძემ „ნიუპოსტს“ უთხრა, რომ რობერტ ახალაიას ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად ექსპერტიზა ჩაუტარდა. დასკვნა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

„მკვლელობაში მეორე პირის ბრალეულობის გამოვლინასთან დაკავშირებით, არაფერი გამოვლენილა, უბრალოდ გამოძიება მიმდინარეობს. ველოდებით ექსპერტიზების დასკვნას. ამ ეტაპზე მეორე პირის შესახებ არაფერი გამოკვეთილა. გამოძიება ყველა ვერსიაზე მუშაობს. ომან (ბრალდებულმა) რომ თქვა პროცესზე მე ჩავიდინე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გამოძიება მხოლოდ ამ განცხადებას დაეყრდნოს. მოკლედ უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი ექსპერტიზის პასუხები და თუ რამე ოსეთი გამოიკვეთება ხელს ნამდვილად არ დააფარებენ. ყველა ვერსიას ამუშავებენ, გამოვლენილი არვინაა თუმცა ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლებას“- განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ანა ხელაძე 16 ივლისს, უზნაძის ქუჩაზე მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებული რობერტ ახალაია სამართალდამცავებმა ფოთში დააკავეს.

სასტიკი მკვლელობა დაახლოებით 17:00-ზე მოხდა. სამის მასალების მიხედვით, ამ დროს, რობერტ ახალაია და ანა ხელაძე სახლში მარტო იმყოფებოდნენ. ბინის პატრონი, რომელიც ანა ხელაძის დეიდა იყო, ხოლო რობერტ ახალაიას მამიდა, ფოთში საკუთარ მცირეწლოვან შვილებთან ერთად იყო წასული.

საქმის პროკურორმა გრიგოლ ბიბილაშვილმა განაცხადა, რომ ექსპერტიზის წინასწარი დასკვნით ხელაძეს 8 ჭრილობა აქვს მიყენებული.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, ბრალდებულმა 19 წლის გოგონას ყელისა და კისრის არეში დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, შემდეგ ტანსაცმელი გამოიცვალა, ზურგჩანთაში მოათავსა და მიიმალა.

პროკურორის თქმით, ახალაია მის მიერ მიცემული ჩვენებით, დანაშაულს ფაქტობრივად, აღიარებს.

”თავიდან არ მინდოდა პოლიციაში მისვლა, მაგრამ მერე ფოთში რომ ჩავედი და ღამე გავათენე, ზღვაზე პოლიციაც რომ მოვიდა, გავყევი და გზაში მივხვდი, რომ ასე ჯობდა,” - აღნიშნა სასამართლოზე თავად ბრალდებულმა.

dle
loading...
10-08-2017, 13:20
-
---
კომენტარები


რეკლამა
loading...
უცნაური ამბები