Image

„შუქნიშანზე ვეფხი და მოყმეს ძეგლთან წითელზე გავჩერდით... გაქვავებული სახით მომიახლოვდა პატარა გოგო...“

image
loading...

შუქნიშანზე ვეფხი და მოყმეს ძეგლთან წითელზე გავჩერდით

ანთებული ფარების რიალში დაჟინებული, გაქვავებული სახით მომიახლოვდა პატარა, ლამაზი გოგო, იქნებოდა ასე 13-14 წლის, ხელში - გასაყიდი ოლეანდრებით. დამიდგა ფანჯარასთან, მიყურებს ჩუმად და მკაცრად.


- აჰა, ესეიგი ცხოვრებაში ეწევი, თურმე - მეუბნება გამომწვევად და იღიმის.
- დიახ, ვეწევი - ვუპასუხე ცოტა დაღლილი, ცოტა გაღიზიანებული ხმით.
- ცხოვრებაშიც ისეთი საყვარელი ხმა გქონია.. - ამბობს წყნარად.
- შენც ძალიან ლამაზი ხარ - გავუღიმე.
- აიღე ეს - და ვარდისფერ ოლეანდრებს მიჩურთავს ცოტათი ჩაწეულ ფანჯარაში.
- არა, არ მინდა. მართლა არ მაქვს ფული. - შევწუხდი.
- ვის უნდა შენი ფული?! - მეუბნება დამცინავად, გაკვირვებული .
- კარგი, მაგრამ ეგეც არ მინდა, ჩემ გამო ეს ყვავილებიც დაკარგო.
- არავინ არაფერს არ კარგავს. - მითხრა ამაყად. დარწმუნებით.

ჩამოვწიე ფანჯარა და ვკოცნე და ვკოცნე.


რანაირი შეხვედრა იყო ეს, ამ გადამწვარ ზაფხულს, ღამე, ვეფხი და მოყმეს ძეგლთან: მე - მანქანაში, გადაღლილი, გაწამებული, პატარა მხეცის სახით. ის - მანქანასთან, ფანჯრის მინას თითებით ჩაბღაუჭებული, ამოიღლიავებული ყვავილებით - პატარა მხეცის ამაყი სახით.

ვუყურებ ამ ოლეანდრებს და სულ ის ხმა მიტრიალებს თავში - არავინ არაფერს არ კარგავს, არავინ არაფერს არ კარგავს.
dle
loading...
6-08-2017, 17:30
-
---
კომენტარები


რეკლამა
loading...
უცნაური ამბები