Image

"უმაგრეს ამბავს შევესწარი. საკმაოდ კარგ რესტორანში გვერდით მაგიდასთან, შემოდიან ცოლი ქმარი, შვილი"

image
loading...

საოცარ ამბავს შევესწარი. საკმაოდ კარგ რესტორანში, აჭარაში, ჩემს გვერდით მაგიდასთან, შემოდიან ცოლი ქმარი, შვილი (ბიჭი 13 წლის ალბათ) ოჯახის მეგობარი ქალი და რუსი გოგო.

ცოლმა ქართული არ იცის და მეგობარი ქალი ითავსებს თარჯიმნის ფუნქციას რუს გოგოსთან. ქმარი მოსულია ფაქტიურად ტრუსებით და ჩუსტებით (ოღონდ ზუსტად ეგრე ეცვა) მაიკაც არ აცვია.

რესტორანი სავსეა ტურისტებით, ოღონდ უცხოელებით. ცოლი წყევლის ქმარს (ენით აუღწერელი სიტყვებით) რადგან საშინელი მექალთანეა. თან მეგობარ ქალს თხოვს რომ რუს გოგოს (რომელიც თურმე ქმრის საყვარელია და რუსეთიდან ქმარს ჩამოაკითხა) უთარგმნოს რომ ქართველი კაცები სულ გულაობენ და ქალები ოჯახს ინარჩუნებენ(ოღონდ ისეთი კილოთი და ხმით ლაპარაკობს რომ მთელ რესტორანს ესმის) თან ეკითხება ფეისბუქზე ჩემი შვილების (გოგოც ყოლიათ შვილი) ფოტოები რომ ნახე რა გეგონაო? ეს რუსი გოგო პასუხობს ესე მითხრა დიშვილები არიანო (ქმარი ჩერთო საოცარი რუსულით პლიმოანიკ ტაკ ია სკაზალო:)) ) და ცოლად მოყვანას დამპირდაო.

ცოლი ისევ ხმამაღლა და აქცენტით(ადგილობრივები არიან) ყვება რო ჩემმა ქმარმა მითხრა საქმეზე გავდივარო და ცოტა რო შეაგვიანდა შევიხედე ოთახის ჭუჭრუტანაში რას ხედავს ჩემი თვალები არ კოტრილობენო. (ოღონდ ცოლი კივის ბოლო ხმაზე) ამ რუს გოგოს რასაც უნდა იმას უთარგმნიან:)) რაც არა და არ ემის. ბევრი რომ არ გავაგრძელო არადა საწერი ბევრია, ბოლოს ცოლი და რუსი გოგო შეთანხმდნენ რომ თვითონ იმეგობრებენ ქმრის გარეშე და ცოლი დაპირდა: თუ ქართველი კაცი გინდა საქართველოში გაგათხოვებო.

ეს კაცი ანუ ქმარი ამაყი და ტიტველი ზის ისევ სუფრასთან, მოაკითხა ძმაკაცმა (რომელმაც იცის უკვე რაც მოხდა და მოვიდა ესეც ამ უცნაურ სუფრაზე) და ამაყი ქმარი ეუბნება ძმაკაცს: იმ კაცს რა ვუთხარი ორ ქალს რომ ვერ შეარიგებსო. შოკში ვიყავი, დებილურ ინდურ სერიალებში რო ხდება აი ის ამბავი იყო, რა ნატო და ევროკავშირი.

ავტორი: ნანიკო კუპრაშვილი
mediamall.ge
dle

აიღე სესხი სახლიდან გაუსვლელად 10 წუთში, 1 თეთრის გადარიცხვის გარეშე...
Загрузка...
loading...
5-08-2017, 13:31
-
---
კომენტარები


რეკლამა
Загрузка...
უცნაური ამბები