Image

„სრული შოკი მაქვს, ჩამოვედი მანქანიდან და ვხედავ ბიძინა ივანიშვილი მოდის...“

image
loading...

სოფლელი ფილოსოფოსების შეხვედრა.

სამი დღის წინ, მეგობარმა მთხოვა - ურეკში მივდივარ ცოლ-შვილის სანახავად, მარტო მეზარება და წამყევიო. უარი ვერ ვუთხარი და წავედით. საქმეებს რომ მოვრჩით, გადავწყვიტეთ შეკვეთილში გამოგვევლო ბლექ სი არენის სანახავად - კონცერტებს ჩვენ არ ვესწრებით და ბაღი მაინც დავათვალიეროთო. ძალიან მომეწონა იქაურობა. დავდიოდით, ძეგლებს ვნახულობდით და უცებ დავინახე როგორ შემოვიდა ესკორტი - შავი მერსედესი და ორი ჯიპი. გარემოს დაეტყო, რომ “ის” იყო. ჩვენი ტური გავაგრძელეთ და უკვე მანქანისკენ მივდიოდით, როცა ამ ესკორტმა გვერდით გაგვიარა ნელა. რამდენინე წამში ერთი შავი ჯიპი დატრიალდა და ჩვენსკენ წამოვიდა. გააჩერა. მძღოლი ჩამოვიდა, გამიღიმა, მომესალმა - ბატონო ნიკა, თუ შეიძლება ერთი წუთითო. გისმენთთქო - თუ ძალიან არ ჩქარობთ, ბატონმა ბიძინამ დაგპატიჟათ თავისთანო.
ძალიან დავიბენი.
სულ რამდენინე წუთით მოგიწევთ მეგობრის მარტო დატოვებაო.
ამას რომ გადმოვხედე - ე, ბიჭო რამდენიმე წუთს ვჩივიო?! - მანიშნა და ჩავჯექი შავ ჯიპში.
ვცდილობ ვიფიქრო, მაგრამ მძღოლი არ მტოვებს ფიქრებთან მარტო.
მეც იმერელი ვარ, თქვენსავით. აქ სულ ზემლიაკები ვართ ძირითადად. ხო შეხვედრიხართ აქამდე გრიგორიჩს?
არა, აქამდე არა.
რას ამბობთ, ახლავე გამოვასწორებ მაგასო ( გაიცინა)
სრული შოკი მაქვს, გარემოსაც კი ვერ აღვიქვამ. ამასობაში მივედით. ჩამოვედი მანქანიდან და ვხედავ ბიძინა მოდის.
მივესალმეთ ერთმანეთს. ბოდიში მომიხადა,რომ მეგობრის მიტოვება მოგიწიაო.
ცივ საზამთროზე დაგპატიჟებ, ოღონდ ერთი პირობით - პოლიტიკაზე არ გავიღებთ ხმასო.

აქ, ამ გარემოში ნორმალურმა ადამიანმა პოლიტიკაზე როგორ უნდა ილაპარაკოსთქო - მინდოდა მეთქვა, მაგრამ მივხვდი ძალიან უხეშად მომივიდოდა და ღიმილით დავთანხმდი.

აღმოჩნდა, რომ რაღაცები იცოდა ჩემზე. ძირითადად ზესტაფონზე მელაპარაკა. ჩემი და იქ ცხოვრობს და ძალიან მიყვარს ზესტაფონიო. ფეისბუქზეც მინახავს შენი პოსტებიო.

ისე,ნიკა, ხალხისთვის ჩვენი აზრების თქმა მეც შენსავით მიყვარს. ჩვენ ორივე სოფლელი ფილოსოფოსები ვართ.

ხო, მარა თქვენ უფრო დაფასებული ხართ მაგაში.
რის გამოც დაფასებული ვარ, ეგ უკვე სხვა ფილოსოფიააო.
მერე ვკითხე, რატომ არ ჩანდითთქო და მომიყვა მიზეზს. გამიკვირდა.
რას ფიქრობ ჩემზეო. ძალიან რთული გამოდგა საპასუხოდ - დღეს პირველად გხედქავთ და აქამდე რა აზრი უნდა მქონიდათქო- ორივემ გავიცინეთ.

ამიტომ მიყვარს იმერლები, გამოუვალი მგდომარეობა არ არსებობს ჩვენთვისო.
ამ დროს ტელეფონმა დამირეკა, ხმა გავუთიშე - უპასუხე, რატომ არ პასუხობო.
ჩემი მეგობარია და გადავურეკავ , რო გავალთქო.
წამოვდექი.

მანქანაში ჩაჯდომისას მითხრა - პირველი ადამიანი ხარ ვინც აქ იყო და არაფერი უთხოვიაო.
მე ასე გამზარდეს, ადამიანი რომ სახლში გპატიჟებს, იმას დახმარება არ უნდა თხოვო, როგორც უნდა გიჭირდესთქო.

მაშინ შენთან დამპატიჟე და იქ მთხოვეო,მითხრა და გაიცინა.
წამოვედი

მთელი გზა ვფიქრობდი მომხდარზე და დამეწერა თუ არა.
ნებისმიერ შემთხვევაში დიდი მადლობა მასპინძლობისთვის.

ასე იქმნება ლეგენდები.
ავტორი: ნიკა ქავთარაძე
dle

აიღე სესხი სახლიდან გაუსვლელად 10 წუთში, 1 თეთრის გადარიცხვის გარეშე...
Загрузка...
loading...
4-08-2017, 21:08
-
---
კომენტარები


რეკლამა
Загрузка...
უცნაური ამბები