Image

"სიძე კი არა სანამ გამისწორებიხარ სიგრძე სიგანეში დამალაპარაკე ჩემი ქალიშვილი!"

image
loading...

ნუგზარ სულაშვილი სოციალურ ქსელში თავის სიმამმრთან პირველ შეხვედრას იხსენებს და სახალისო ისტორიას აქვეყნებს:

"გადავწყვიტე ჩემს სასიმამროს დავხვდები სამსახურის კიბებთან და ყველაფერს კარგად ავუხსნი მეთქი.
სასიდედროსთან უკვე შეხვედრილი ვიყავი...
გამომკითხა ვინ ვიყავი, რას ვსაქმიანობდი და მეც თავაზიანად ვპასუხობდი: სტუდენტი ვარ, მომავალი იურისტი; მომავალი მწერალი; მომავალი პარლამენტარი; შიძლება მომავალი მინისტრიც მეთქი...
ჰოდა მომავალში გამოგვიარე შვილოო: მოკლედ მომიჭრა და დამემშვიდობა...
ნუ კაცი მაინც სულ სხვაა, მამამისი გამიგებს მეთქი. იხტიბარი არ გავიტეხე...
- გამარჯობა ვასილიჩ...
-გაგიმარჯოს.
- მე ისა ვარ... აი... ის...
- ვიცი. რა გნებავს?
-თქვენი ქალიშვილი მიყვარს...
- ჰოო?
- დიახ...
- როგორ?
- სიგიჟემდე...
- კაი კაცო... მაინც?
- მისი სიყვარულით გულის ტკივილები დამჩემდა...
- კიდევ?
- უძილობა.
- კიდევ?
- წნევები...
- კიდევ?
- მოიცა, ეს რა ცოტაა?
- ჰოდა ცოტა რომ არ არის, დაანაბე შვილო თავი, სანამ ბოლომდე მოგტყვნია კეთილები...
- ???
- რას მიყურებ. ვერ გაგიგე?
- გავიგე, მაგრამ იცოდეთ რომ ინანებთ!
ვნახოთ, ვნახოთო... ირონიულად მიპასუხა. შემდეგ მშვიდად ჩაჯდა მანქანაში, საქარე მინა ჩამოწია და მომაძახა
- ბევრს ნუღარ მიედ-მოედები! სიყვარულსა მალვა უნდა მალვა!
ზუსტად კვირის თავზე გავიპარეთ...
რამდენიმე დღე ვიმალებოდით. ბოლოს მეუღლემ მთხოვა დამერეკა და შესარიგებლად პატიება მეთხოვა...
- ალო... ვასილიჩ მე გაწუხებთ. სიძე...
- სიძე კი არა სანამ გამისწორებიხარ სიგრძე სიგანეში დამალაპარაკე ჩემი ქალიშვილი!
- ანუ ჩემი მეუღლე?
რამდენიმე წუთიანი პაუზა გააკეთა და შედარებით დამშვიდებული ხმით მითხრა
- შვილს უნდა შემახვედრო და დამალაპარაკო...
- ნწუ... ჯერ არა..
- რატომ?
- ჯერ ცოტახანს კიდევ დავიმალებით და მერე მოვიფიქრებ...
ახლა უკვე ნერვებმა უმტყუნა.
- ბიჭო შენ ჩემი გაგიჟება გინდა?! ღამეები არ მძინავს. გული მაწუხებს. წნევა მაქვს 180-ზე!
- კიდევ?
- არ არის საკმარისი?
- მე რომ ვიყავი მაგ დღეში გახსოვს?
- მახსოვს...
- და რა მიპასუხე?
ახლა უკვე შედარებით ხანგრძლივი პაუზა გამოუვიდა...
- რატომ მიმალავ შვილს, რატომ?
- შენ არ იყავი მანქანიდან რომ მომაძახე სიყვარულსა მავა უნდაო?
რამდენიმე წუთი სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა... შემდეგ თავშეკავებული ჩუმი სიცილის ხმა გავიგე და უცებ ყურმილი ახარხარდა....
- კარგი მოვდივართ! მოვდივართ! - ვუთხარი და გამარჯვებულმა ტელეფონი ჰაერში მოვისროლე...."

dle
loading...
3-08-2017, 19:25
-
---
კომენტარები


Загрузка...
რეკლამა
Загрузка...
უცნაური ამბები