Image

ლელა კაკულია მიმართვას ავრცელებს!!! :O

image
loading...

რეალურად, რამდენად წარმატებულია რუსეთის სამხედრო ოპერაცია სირიაში, რას მოუტანს ეს რუსეთს, საერთოდ, რას ემსახურებოდა ფრთოსანი რაკეტების გამოყენება, აქვს თუ არა რუსეთს მძლავრი სამხედრო არსენალი, შეინარჩუნებს თუ არა ბაშარ ასადი პუტინის დახმარებით პრეზიდენტის პოსტს, რა მოჰყვება ამ„სამხედრო ავანტიურას“, ხომ არ შეეხება ეს რამენაირად საქართველოს, მით უმეტეს, უარყოფითად, როგორც ამას ზოგიერთი პოლიტექსპერტი ღაღადებს? — მიუხედავად იმისა, რომ ამ ყველაფერზე ქალბატონ ლელა კაკულიას წარსულში უკვე არაერთგზის აქვს გაცემული პასუხები საკუთარი წინასწარმეტყველებებით, დღეს კიდევ ერთხელ დავუსვით ეს კითხვები მას, რაზეც შემდეგი გვიპასუხა:

„რაც ყველაზე მთავარია, ჩემი საქართველო ყოველმხრივ დაცულია. ჩემი ქვეყანა ორი მონსტრის შეჯახებაში არ გაიჭყლიტება. ჩვენ არაფრისა არ უნდა გვეშინოდეს, ვინაიდან ახლო მომავალში საქართველოში ყველაფერი დალაგდება და ჩემი ხალხი შვებით ამოისუნთქებს.
ქართველებო, ნურც ახლო აღმოსავლეთის ომები შეგაშინებთ და ნურც მოახლოებული მესამე მსოფლიო ომი, რამეთუ ყველაფერი სწორედ ისე იქნება, როგორც 90–იანი წლებიდან დღემდე არაერთხელ ვიწინასწარმეტყველე: "როცა მსოფლიო აირევა და დიდი ომი დაიწყება, საოცარია,მაგრამ საქართველო მაშინ დამშვიდება“.

აღარას ვამბობ „გაზპრომთან“ საქართველოს ხელისუფლების მოლაპარაკებებზე, რაც მცდარი და გაუმართლებელი ნაბიჯია. მოკლედ რომ ვთქვა, იმ ნაბიჯებს, რომლებიც დღეს იდგმება ამ მიმართულებით, კოსმოსი გადაკეტავს, ის არ დაუშვებს მახინჯი პოლიტიკის განხორციელებას და ფრთხილად იყოს ყველა, ფრთხი–ლად!!!"

dle
loading...
3-08-2017, 00:04
-
---
კომენტარები


რეკლამა
loading...
უცნაური ამბები