Image

ომი გარდაუვალია – ვლადიმერ პუტინი...

image
loading...

პუტინი და რუსეთის სამხედრო მანქანა ფართომასშტაბიანი ომისთვის ემზადებიან… ამის შესახებ ორი სხვადასხვა წყარო აცხადებს, რომელთაგან ერთერთი პუტინის ყოფილი მრჩეველი და ამჟამად ვაშინგტონის კატონის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი ანდრეი ილარიონოვია, ხოლო მეორე – უკრაინელი დიპლომატი იური შჩერბაკი.ორივე მათგანი, პუტინის მიერ სამხედრო ოპერაციისთვის მზადებას, სამხედრო ბიუჯეტის მშვიდობიანი პერიოდისათვის უჩვეულო და მკვეთრი ზრდით ხსნიან…
ილარიონოვის განცხადებით, მსგავსი ტენდენცია რუსეთში, უკანასკნელად ყირიმის მიერთების და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტული ომის დაწყების წინა პერიოდში შეიმჩნეოდა… ,,თუმცა, ბიუჯეტის ახლანდელი უჩვეულოდ მკვეთრი ზრდა მიუთითებს, რომ პუტინი გაცილებით მასშტაბური ოპერაციისთვის ემზადება,, აცხადებს ილარიონოვი.
ამ თვეებში რუსეთის სამხედრო ბიუჯეტის მკვეთრი ზრდიდან გამომდინარე, უკრაინელი დიპლომატი შჩერბაკი აცხადებს, რომ პუტინი იმდენად მასშტაბური ოპერაციისათვის ემზადება, რომ გამორიცხული არაა ის უკრაინის გარდა სხვა ქვეყნებში საბრძოლო ოპერაციებს გულისხმობდეს… თუმცა დიპლომატს არ დაუკონკრეტებია რომელ ქვეყნებზეა საუბარი…

dle
loading...
2-08-2017, 22:19
-
---
კომენტარები


რეკლამა
loading...
უცნაური ამბები